მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

2025 წლის I კვარტალში ოქროს ფასი 19%-ით გაიზარდა - Galt & Taggart

news image

2025 წლის პირველ კვარტალში ოქროს ფასი 19.0%-ით გაიზარდა, - აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. Galt & Taggart-ის განმარტებით, ძვირფასი ლითონი ახალი რეკორდების დამყარებას 2025 წელსაც განაგრძობს, რაც იმავე ფაქტორებითაა გამოწვეული, რაც მას ბოლო სამი წლის განმავლობაში ეხმარება - ცენტრალური ბანკები და რისკების ჰეჯირება.

„ბოლო წლებში ცენტრალური ბანკები ოქროს ყიდულობენ, როგორც მათი რეზერვების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტს. მათი წლიური შესყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად 1,000 ტონას აღემატებოდა. მსოფლიო ოქროს კავშირის (WGC) თანახმად, ეს ტრენდი ჯერ არ დასრულებულა. მათი მონაცემებით, ცენტრალური ბანკები 2025 წელსაც განაგრძობენ შესყიდვებს. დამატებით, ტრამპის პოლიტიკა (რომელმაც შესაძლოა დოლარი შეასუსტოს) ახალი სტიმულია ბანკებისთვის, რომ დოლარის რეზერვების დივერსიფიკაცია ძვირფასი ლითონის გამოყენებით მოახდინონ. ოქროზე, როგორც ჰეჯირების ინსტრუმენტზე მოთხოვნა იზრდება. სატარიფო ომის ესკალაციის შესაძლებლობა უარყოფითად აისახება ინვესტორების განწყობაზე აქციების ბაზრების მიმართ, რადგან ბევრი კომპანია შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზარალდეს შესაბამისი რისკებით. აქედან გამომდინარე, ინვესტორები ამჯობინებენ ინვესტიციების გარკვეული ნაწილი შედარებით უსაფრთხო აქტივებში გადაიტანონ, როგორიცაა ოქრო. ოქროს ფასის ზრდა აქამდე მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ხდებოდა, რაც, თეორიულად, მეტალისთვის ნეგატიური ფაქტორი უნდა ყოფილიყო. 

ოქროს ფასის ზრდა აქამდე მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ხდებოდა, რაც, თეორიულად, მეტალისთვის ნეგატიური ფაქტორი უნდა ყოფილიყო. ოქროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტი, მიმზიდველობის თვალსაზრისით, ნაკლებად სარისკო სუვერენული ობლიგაციებია (ძირითადად აშშ-ს სახაზინო), რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მაღალ საპროცენტო შემოსავალს იძლეოდნენ. თუმცა, ახლა განაკვეთების შემცირების ციკლია დაწყებული. აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, შემცირდება, რაც დამატებით ზრდის ოქროს მიმზიდველობას“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2001 წლიდან ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება

08.11.2025.16:57

#ბანკირისდღე | 188 წელი შესრულდა თბილისის სათავადაზნაურო - საადგილმამულო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან!
2001 წლიდან კი, ყოველ 8 ნოემბერს, ბანკირის დღე აღინიშნება.
„ვისაც ჩვენი ქვეყანა გულწრფელად უყვარს და ჩვენთვის კეთილი არ შურს, ის დიდის სიფრთხილით, დიდის მოსაზრებით უნდა ეკიდებოდეს ყოველს საგანს, ყოველს აზრს ბანკის შესახებ“, - ასე მიაჩნდა ერის მამად წოდებულ დიდ ქართველ მწერალსა და ეროვნულ მოღვაწეს.
20-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს სწორედ ილია ჭავჭავაძეა გამოსახული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა