2025 წლის დეკემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა ₾2,501.65 მილიონი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის დეკემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 2,501.65 მლნ ლარი, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 4.2%-ით ჩამოუვარდება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
2025 წლის ნოემბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 13.1 პროცენტით, ხოლო ხარჯები შემცირდა 2.0 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 576.9 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა 249.1 მლნ ლარით.
2025 წლის ნოემბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონიეს აქციზიდან, მოგების გადასახადიდან და საშემოსავლო გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა, რომელთა პროცენტულმა კონტრიბუციამ მთლიან ზრდაში შესაბამისად შეადგინა 3.6%, 3.4% და 4.2%.
დღის ტოპ 10 სიახლე
ახალციხე-ვალეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სხვა სიახლეები
2025 წლის დეკემბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა ₾2,501.65 მილიონი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
13.01.2026.13:00