მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

2025 წლის 9 თვეში თბილისში გაყიდული ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებმა შეიძინეს - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წლის სექტემბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვებმა პიკს მიაღწია. პირველად ბაზარზე რეკორდული აქტივობა ძირითადად განაპირობა რამდენიმე მსხვილ პროექტში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ. მეორად ბაზარზე გაყიდვების მოცულობამ 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ თვიურ დონეს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობამ ზრდა განაგრძო, რაც მიუთითებს, რომ გაზრდილი მიწოდება კვლავ საყურადღებოა. ამასთან, ფასმა ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

2025 წლის ოქტომბერში, Galt & Taggart-მა ჩაატარა სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 100-ზე მეტ მშენებარე საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით:

• 2025 წლის სექტემბერში შერჩეული დეველოპერების პროექტებში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 81.8%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ახალ მასშტაბურ პროექტებში წინასწარი გაყიდვების დაწყებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის ანალიზითაც.

• პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 87% გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

• 2025 წლის 9 თვეში თბილისში ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე გაიყიდა 

Galt & Taggart-ის განახლების თანახმად 2025 წლის 9 თვეში თბილისში ბინების 11% ისრაელის მოქალაქეებზე გაიყიდა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში სუნამოების იმპორტი მზარდია - TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა

11.12.2025.19:00

საქართველოში სუნამოების იმპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 38 979.3 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში საქართველოში სუნამოების იმპორტი 33 579.5 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოში სუნამოების იმპორტი (ღირებულებით ჭრილში) 16%-ით არის გაზრდილი. 

საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოების იმპორტი საფრანგეთიდან დაფიქსირდა.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო სუნამოებს ყიდულობს:

  • საფრანგეთი - 11 361.8 ათასი დოლარი;
  • ესპანეთი - 5 436.5  ათასი დოლარი;
  • იტალია - 3 957.2 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2 936.9 ათასი დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 2 458.5 ათასი დოლარი;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა