2025 წლის 9 თვეში ქვეყანაში 2,8 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პიროტექნიკის იმპორტი განხორციელდა
2025 წლის 9 თვეში ქვეყანამ 2 803.1 ათასი დოლარის ღირებულების პიროტექნიკა (ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი) იყიდა, რაც 51%-ით შემცირებული მაჩვენებლებია. 2024 წლის 9 თვეში ქვეყანაში პიროტექნიკის იმპორტი 5 709.6 ათას დოლარს შეადგენდა,
რაც შეეხება მოცულობების კუთხით აქ კლება 87%-ის შეადგენს. 2025 წლის 9 თვეში საქართველოში 84.6 ტონა პიროტექნიკა შემოვიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 659.5 ტონა.
საქართველოში იმპორტირებული პიროტექნიკის იმპორტიორი ქვეყნებში მოცულობების კუთხით ლიდერი ჩინეთია, ხოლო ღირებულებით ნაწილში ბულგარეთი. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში პიროტექნიკა სულ 5 ბაზრიდან შემოვიდა.
ქვეყნები, სადაც საქართველომ პიროტექნიკა იყიდა:
სხვა სიახლეები
ქუთაისის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ განვითარების ეტაპზეა გადასული და გვინდა, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, არ შევანელოთ - ლევან მოსეშვილი
19.11.2025.18:04
ქუთაისის აეროპორტი განაგრძობს უპრეცედენტო ზრდას, როგორც მგზავრთნაკადით, ასევე ფრენების მიმართულებით, რამაც გამოიწვია მოთხოვნა, რომ აეროპორტი გაფართოებულიყო, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
„ეს არის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება, რაც აქტიურ ფაზაშია. გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალ წელს უკვე შევძლებთ განახლებულ ინფრასტრუქტურაში პირველი ავიამიმოსვლისა და პირველი საჰაერო ხომალდის მიღებას. ასევე ვმუშაობთ სამგზავრო ტერმინალის გაფართოებაზე და მგზავრებისთვის დამატებითი ახალი სერვისების დანერგვაზე, მეტი კომფორტის შექმნაზე. ქუთაისის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ განვითარების ეტაპზეა გადასული და გვინდა, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ, არ შევანელოთ. ჩვენს მგზავრებს, ჩვენს მოქალაქეებსა და საქართველოს სტუმრებს შევთავაზოთ უფრო მეტი კომფორტი, მეტი სერვისი, მეტი მოქნილობა, რაც მომხიბვლელია ავიაკომპანიებისთვისაც. ეს რიტმი, რაც გვაქვს დაჭერილი, არავითარ შემთხვევაში არ დავწიოთ ქვემოთ“, - აღნიშნა მოსეშვილმა.