მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია - TBC Capital

news image

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის ცნობით, ტრანზაქციების რაოდენობამ 8 თვეში 25,219 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული, მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც.

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს.

„თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას. ქირის შემცირებასთან ერთად მცირდება ამონაგები უძრავ ქონებაზე.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.

2024 წლის მეორე კვარტლიდან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი „მცირედი გადაჭარბების“ ზონაშია, თუმცა ინდექსი დაღმავალია და სტაბილური ბაზრის ფაზაში შედის“, - აღნიშნულია „სექტორულ მიმოხილვაში“. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image EBRD თურქეთის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აუმჯობესებს

06.10.2025.19:00

EBRD-მა თურქეთის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თურქეთის 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 3.1%-მდე აუმჯობესებს. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ბაზრის არასტაბილურობა და გაზრდილი გაურკვევლობა კვლავ  რისკებად რჩება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2025 წელს თურქეთის ეკონომიკის 3.1%-იან ზრდას მოელის, რაც მაისში დაფიქსირებული 2.8%-იანი პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა. რაც შეეხება 2026 წელს ამ მიმართულებით EBRD-მა მაჩვენებელი უცვლელად 3.5%-იან დონეზე დატოვა. 

 

 

EBRD-მა 2024 წელს თურქეთში რეკორდული 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო, რაც განპირობებული იყო კერძო სექტორის მიერ მწვანე ინვესტიციებისადმი ლტოლვით და ბანკის მიერ 2023 წლის თებერვლის მიწისძვრებით დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერით.

ცნობისთვის, ბანკის ჯამური ინვესტიცია ქვეყანაში 22.4 მილიარდ ევროს აჭარბებს, ხოლო მისი ამჟამინდელი პორტფელი ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა