მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

2025 წლის 6 თვეში ქვეყნიდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 8%-ით არის გაზრდილი

news image

2025 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით ქვეყნიდან მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი 8%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 80 755.8 ათასი დოლარის ღირებულების 137 574 300 ლიტრი წყალი გაიტანა. მაშინ როდესაც 2024 წლის 6 თვეში ექსპორტზე 127 354 289 ლიტრი წყალი გავიდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართული წლის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტს ახდენს:

  • რუსეთი - 77 382 037 ლიტრი - 41 752.6 ათასი დოლარი;
  • ყაზახეთი - 18 949 807 ლიტრი - 15 608.3 ათასი დოლარი;
  • უკრაინა - 13 689 715 ლიტრი - 11 029.2 ათასი დოლარი;
  • უზბეკეთი - 5 984 089 ლიტრი - 5 373.5 ათასი დოლარი;
  • ლიეტუვა (ლიტვა) - 5 489 999 ლიტრი - 4 005.2 ათასი დოლარი;
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საჰაერო კარგოს ზრდა განპირობებულია საქართველოში ჩინური ელექტრონული პლატფორმების გააქტიურებით და ალბათ ეს ტენდენცია შენარჩუნდება - Camex Airlines

22.07.2025.18:00

სექტემბრიდან ქართული სატვირთო ავიაკომპანია Camex Airlines-ის ავიაპარკს კიდევ თვითმფრინავი დაემატება, რაც კომპანიის გამტარუნარიანობას 40%-ით გაზრდის.

როგორც Business Insider Georgia-სთან Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ განაცხადა, სექტემბრიდან ავიაკომპანიის ავიაპარკში მყოფ სამ საჰაერო ხომალდს უკვე მეოთხე - Boeing 767-300ERF დაემატება. 

„სექტემბრიდან უკვე გვეყოლება 2 ერთეული  Boeing 737-800, 22 ტონიანი ბორტი და 2 ერთეული Boeing 767-300ERF, 55 ტონიანი ბორტი. ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს დღეს ახალი ბორტების მოძიება, მაგრამ მიუხედავად ამისა იმედს არ ვკარგავთ და გამომდინარე ჩვენი ბიზნეს მოდელიდან ვცდილობთ, რომ ბორტები კიდევ დავამატოთ. ჯერჯერობით ეს მარტივი არ არის და არ ვიცით თუ როდის და რამდენი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.

აღსანიშნავია, რომ Camex Airlines-ი გარდა ტრანზიტული ტვირთებისა საქართველოს ტვირთებსაც აქტიურად ემსახურება. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2025 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მაღალია ზრდის მაჩვენებლები საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16550.916 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.


Camex Airlines-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო წლებში ქართული სატვირთო ავიაკომპანიების და ზოგადად სატვირთო ავიაპარკი ისე გაიზარდა, რომ ქართული კომპანიები უკვე კონკურენციაში შევიდნენ უცხოურ საჰაერო სატვირთო გადამზიდავებთან. 


„ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ბაზარზე, იმპორტზე, 4-5 ოპერატორი მუშაობდა, თუმცა ბოლო წლების ტენდენცია გვიჩვენებს, რომ ქართული კომპანიები აქტიურად არიან უკვე ჩართულები და საქართველოში შემომავალ ტვირთებზე, ანუ იმპორტზე აქტიურად მუშაობენ. რაც შეეხება ტვირთბრუნვას და ზოგადად საქართველოში საჰაერო კარგოს ზრდას, ეს განპირობებულია საქართველოში ჩინური ელექტრონული პლატფორმების გააქტიურებით და ალბათ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი - თვითონ ამ ჩინური პლატფორმების პროგნოზს თუ დავუჯერებთ“, - აცხადებს სეთურიძე.

მისივე თქმით, ბაზარზე კონკურენცია არის და ქართული სატვირთო ავიაკომპანიები უკვე კონკურენციას უწევენ  აზერბაიჯანულ და თურქულ სატვირთო გადამზიდავებს.


„რა თქმა უნდა ყველა ქართული ავიაკომპანია ვინც დღეს ოპერირებს კონკურენციაშია, როგორც Silk Way-სთან, რადგანაც აღმოსავლეთიდან მომდინარე ტვირთები მათი წილი იყო, და ასევე Turkish Cargo-სთან. Turkish Airlines-ს საკმაოდ კარგი ქსელი აქვს მსოფლიოს მასშტაბით და მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მაღალ ფასშიც ყიდის პროდუქტს. ასე, რომ ჩვენ საკმაოდ ხელსაყრელი პოზიცია გვიკავია და რა თქმა უნდა კონკურენციას ვუწევთ“,  განმარტავს Camex Airlines-ის ხელმძღვანელი.


გიორგი სეთურიძის თქმით, ქართული სატვირთო გადამზიდავებისთვის მთავარი ბაზარი მაინც საერთაშორისო ტვირთებია. 


„ქართული კომპანიები ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე, ანუ ქართული ეკონომიკა ჩვენთვის სულ რამდენიმე პროცენტია რეალიზაციაში. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გაქვს იმის საშუალება, რომ იმპორტზე ზოგიერთ შემთხვევაში მოვნახოთ ისეთი ბაზრები, სადაც აი ამ ნიშურ პროდუქტს ავითვისებთ და კლიენტებს ამ სერვისსაც შევთავაზებთ. 


მსოფლიო საჰაერო კარგოს ბაზრის ტრენდი, რომ შევაფასოთ თვითონ ტვირთბრუნვა მზარდია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციები აფასებენ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში, დაახლოებით წელიწადში 4%-იანი ზრდით. მაგრამ ამავე დროს თვითონ საერთაშორისო სატვირთო ფლოტი განიცდის საკმაოდ დიდი კრიზისს. გამომდინარე აქედან მომავალ პერიოდში ახალი თვითმფრინავების დამატება, ნებისმიერი ოპერატორისთვის საკმაოდ დიდ სირთულეებს წარმოადგენს და ისინი ვინც ბაზარზე ვართ, ჩვენთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ დატვირთვის კუთხით პრობლემა არ უნდა შეგვექმნას“, - აცხადებს სეთურიძე. 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა