მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.2
0.0045
flag
AZN 1.597
-0.0003
flag
CNY 37.878
-0.0013
flag
EUR 3.1737
-0.0016
flag
GBP 3.6619
-0.0153
flag
KZT 51.71
-0.0028
flag
TRY 0.0675
-0.0001
flag
USD 2.7149
-0.0011

2025 წლის 6 თვე საქართველოს აეროპორტებმა ისტორიულად რეკორდული მგზავრთნაკადით - 14 %-იანი ზრდით დაასრულეს

news image

საქართველოს აეროპორტებში 2025 წლის პირველი ნახევარი გზავრთნაკადის და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი 14 %-ით გაიზარდა, რეისების რაოდენობა კი - 16 %-ით. ჯამურად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 2025 წლის პირველ ნახევარში 3 654 063 მგზავრსა და 9,908 რეისს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

თბილისის  შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი პირველ 6 თვეში ისტორიულად ყველაზე მეტ, 2 358 937 მგზავრს მოემსახურა და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტი შეადგინა. რაც შეეხება, რეისების რაოდენობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა იანვარ-ივნისში 11,814 რეისი მიიღო, რამაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 %-იანი ზრდა აჩვენა.  

რეკორდული იყო 2025 წლის პირველი ნახევარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსთვისაც. იანვარ-ივნისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობასთან შედარებით. რეისების ოდენობამ კი პირველ 6 თვეში 2,505 შეადგინა, რაც 8 %-ით მეტია 2024 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულებულ რეისებთან შედარებით.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი 450 330 მგზავრსა და 2,121 რეისს მოემსახურა. Წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 35%-იანი და რეისების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.  

მგზავრთნაკადისა და რეისების კუთხით, ისტორიული მაქსიმუმია საქართველოს აეროპორტებში როგორც პირველი 6 თვის, ისე თითოეულ საერთაშორისო აეროპორტში ივნისის თვეში. ივნისის თვეში, ჯამურად საქართველოს აეროპორტები 2025 წლის ივნისში 758,279 მგზავრსა და 3,399 რეისს მოემსახურნენ. 2024 წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 8-%-იანი და რეისების14-%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ივნისში, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  მგზავრთნაკადის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. Დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა  გასულ თვეში 170,276 მგზავრი და 519 რეისი მიიღო, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იან ზრდას, ხოლო რეისების კუთხით 23%-იან ზრდას წარმოადგენს. 

ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტი ივნისში 121,586 მგზავრსა და 583 რეისს მოემსახურა. წინა წლის ივნისის თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 22%-იანი და რეისების 38 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 ავიაკომპანია

15.07.2025.11:00

2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);
Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა