მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 9.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

news image

2025 წლის 21 აპრილის მონაცემებით, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 19%-ით, 9.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 56.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ზრდა ძირითადად თხილის, ხილისა და ბოსტნეულის წვენების, ასევე ღვინის ექსპორტმა განაპირობა

თხილის ექსპორტის ღირებულება 5.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 19.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,   ხილისა და ბოსტნეულის წვენების 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ღვინის ექსპორტი 2.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ექსპორტი 43%-ით, 4.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტით არის გამოწვეული, რომლის ღირებულებაც 4.3 მლნ აშშ დოლარითაა გაზრდილი და 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს

იტალიაში ექსპორტმა 3.2-ჯერ მოიმატა, რაც ძირითადად თხილის ექსპორტის ზრდას უკავშირდება. თხილის ექსპორტის ღირებულება 4.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

აღნიშნულ პერიოდში, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანის ბაზარზე. ექსპორტი 10%-ით, 4.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად  უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისა და კარტოფილის ექსპორტმა განაპირობა, რომლის ღირებულებამ შესაბამისად, 9.0 და 3.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გარდა ამისაღვინის ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში. ექსპორტის ღირებულება 1.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 3.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

30.04.2025.13:58

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს. დოკუმენტი 2026-2030 წლებში ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამინისტროს ჩართულობასთან დაკავშირებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გაერო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მდგრად განვითარებას. შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მზადყოფნას, უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და შევქმნათ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა გვი იოპ სონიმ ყურადღება გაამახვილა ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების კუთხით შესაძლო თანამშრომლობაზე.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი დიდია. გაერო მზად არის გააგრძელოს მხარდაჭერა საქართველოს როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა გვი იოპ სონიმ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა