მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

2025 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია

news image

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები 8 მლნ-მდე (7 863 534) მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული მგზავრთნაკადის (6 908 493) რაოდენობას 14%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 26 855 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ - 8 250. ჯამურად, 11 თვეში შესრულებული ავიარეისების რაოდენობა (35105) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (29 871) რაოდენობას, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 4 981 865 მგზავრს, რითაც ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 13% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 1 692 513 მგზავრი, რაც 7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ყველაზე მაღალი ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა. კერძოდ, 11 თვეში აეროპორტი მოემსახურა 1 165 767 მგზავრს, რაც 30%-ით მეტია შარშან გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე.

სატვირთო გადაზიდვების ზრდის მაღალი მაჩვენებლები შენარჩუნდა მეოთხე კვარტალშიც. ჯამურად, განვლილ 11 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 33 924.485 ტონა შეადგინა. შესაბამისად, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 49%-ით გაიზარდა.

2025 წლის იანვარ-ნოემბერში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 309 716 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. საერთაშორისო რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი სამეული ასე გამოიყურება Wizz Air Hungary – 17%; Georgian Airways – 8%; Pegasus და Turkish Airlines – 7 -7 %.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პრაქტიკული სწავლება ჩატარდა

12.12.2025.15:58

ბათუმი 2025“ - ასე ერქვა პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც 5 დეკემბერს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩატარდა. სწავლების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს რეაგირების უნარების გაუმჯობესება და იმის შემოწმება იყო, თუ რამდენად მზად არის აეროპორტი სხვადასხვა მსგავს შემთხვევებში სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებისთვის.
სწავლება მოდელირებული სცენარის ორ ეტაპს მოიცავდა. პირველი ფაზის ფარგლებში მონაწილეებმა მოდელირებული სცენარის მიხედვით, რეალური ფრენისას წარმოშობილი საგანგებო მდგომარეობის მართვის პაქტიკული უნარები დახვეწეს. ეს ნაწილი ფოკუსირებული იყო საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული კრიზისის დროს სწრაფ და სწორ რეაგირებაზე. მეორე ნაწილი კი ტერმინალის გაფრენის დარბაზში ჩატარდა და სტიქიური უბედურებისა და ხანძრის სცენარს შეეხებოდა.
სწავლებაში ბათუმის აეროპორტის საავარიო-სამაშველო ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები, „საქაერონავიგაცია“, IMC კლინიკის სამედიცინო ჯგუფი და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების ბათუმის განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობამ სწავლების პროცესი ბევრად ნაყოფიერი გახადა და კოორდინირებული ქმედებების უნარების გაუმჯობესებაც უზრუნველჰყო.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, რომლებსაც ტავ ჯორჯია მართავს, ამ ტიპის სწავლება რეგულარულად ტარდება. წვრთნების მიზანი საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობის ამაღლებაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა