2025 წელს უცხოელმა ვიზიტორებმა საქართველოში ₾15 მილიარდი დახარჯეს
2025 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.8 მილიონი შემოსვლა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 43.6 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.9 მილიონი შეადგინა, რაც 6.2 პროცენტით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
2025 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.8 მილიონს მიაღწია, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.4 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საერთაშორისო ვიზიტორების 80.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.9 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.2025 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.3 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 11.9%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.6 მილიონი), თურქეთისა (1.2 მილიონი) და სომხეთის (0.9 მილიონი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.4 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 43.0 პროცენტს შეადგენდა.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.6 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 1.6 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 78.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 15.0 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 1.1 პროცენტით შემცირდა და 2 187.3 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
30.01.2026.17:02
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2088 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6908 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6908 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6922 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2088 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2166 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0078 ლარი შეადგინა.