2025 წელს ტურიზმის შემოსავლების რეკორდული ზრდაა - 6%-იანი მატება 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები - ირაკლი ნადარეიშვილი
როგორც მოსალოდნელი და პროგნოზირებული იყო, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლების ნაწილშიც რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - 6%-იანი ზრდა 2024 წელთან შედარებით და 4,7 მლრდ. აშშ. დოლარის საერთო დანახარჯები ტურიზმის ინდუსტრიაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ზრდადი იყო შემოსავლები 2025 წლის მე-4 კვარტალში, სადაც ეს მაჩვენებელი 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიიდან შემოსავლების ზრდა ძირითადად სამიზნე ბაზრებზე მოდის. „ესაა ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ყურის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, რომელზეც ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიმდინარე წელსაც, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აზიის მიმართულებებზე, როგორც სამიზნე ბაზრებზე. „ინდოეთისა და ჩინეთის ბაზრები ასევე პრიორიტეტული მიმართულებებია. მიმდინარე წლის განმავლობაში ამ ბაზრებზე მთელი რიგი მარკეტინგული აქტივობებიადაგეგმილი, რომელზეც ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის წარმოჩინება მოხდება. შედეგად, 2026 წელს კიდევ უფრო საინტერესო ტურისტულ წელს ველოდებით,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
სხვა სიახლეები
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს 7.6%-ით გაიზარდა - საქსტატი
11.03.2026.11:17
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.