2025 წელს საქართველოში $343,1 მილიონის მობილური ტელეფონების იმპორტი განხორციელდა
2025 წელს საქართველოში 343 მლნ 089 ათას 300 დოლარის მობილური ტელეფონების იმპორტი განხორციელდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 3%-იანი ზრდაა. როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს ქვეყანაში სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტმა 343 089.3 ათასი დოლარის შეადგინა, 2024 წელს კი 332 933.6 ათასი დოლარი.
2025 წელს საქართველოში განხორციელებული მობილური ტელეფონების იმპორტის კუთხით ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროები. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის (ღირებულებით ნაწილში) ტელეფონების იმპორტის 51%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ტელეფონებს ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება
სხვა სიახლეები
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2025 წელს 7.6%-ით გაიზარდა - საქსტატი
11.03.2026.11:17
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 688.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.6 პროცენტით მეტია 2024 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის ზრდით.
2025 წლის წინასწარი მონაცემებით სააქციო კაპიტალის მოცულობამ 601.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.3 პროცენტით მეტია, ხოლო რეინვესტიცია წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით მეტია და 1 397.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.