მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.6
-0.0047
flag
AZN 1.5838
-0.0003
flag
CNY 38.769
0.0045
flag
EUR 3.2277
0.0268
flag
GBP 3.7138
0.0244
flag
KZT 53.37
-0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6927
-0.0005

2025 წელს ოპერირება დაიწყო ექვსმა მზის და ორმა ჰიდრო ელექტროსადგურმა - Galt & Taggart

news image

2025 წელს ელექტროენერგიის მიწოდებამ 15.4 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ არის აღნიშნული. ირკვევა, რომ აღნიშნულ მაჩვენებლებში 13.8 ტვტ.სთ იყო ადგილობრივი გენერაცია (- 3.0% წ/წ), ხოლო იმპორტი 1.6 ტვტ.სთ (+26.9% წ/წ).

„ამასთან, 2025 წელს ოპერირება დაიწყო ექვსმა მზის და ორმა ჰიდრო ელექტროსადგურმა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.6 მგვტ. შედეგად, 2025 წლის ბოლოს ქვეყნის დადგმულმა სიმძლავრემ 4.7 გვტ შეადგინა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის  პუბლიკაციაში.

2025 წელს ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 ტვტ.სთ შეადგინა. ამასთან, განსაკუთრებით მაღალი ტემპით (+9.2% წ/წ) გაიზარდა პირდაპირი მომხმარებლების ელექტოენერგიის მოხმარება.

2025 წელს ექსპორტის მოცულობა შემცირდა 0.5 ტვტ.სთ-მდე (-51.2% წ/წ), ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი კვტ.სთ-ზე 4.6 აშშ ცენტამდე (-2.0% წ/წ).

შედეგად ექსპორტიდან შემოსავლები განახევრდა 23.5 მლნ. აშშ დოლარამდე.

„2025 წელს ექსპორტის სეზონი, მაისში დაიწყო და ივლისში დამთავრდა. საქართველო წმინდა იმპორტიორი გახდა 24.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წმინდა იმპორტით. ამასთან, რაოდენობრივად საქართველო წმინდა იმპორტიორი იყო 1.0 ტვტ.სთ.

2025 წელს საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი წლიურად 4.1%-ით გაიზარდა და 5.8 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ელექტროენერგიის ფორმირებაში ყველაზე მაღალი წილი კვლავ PPA-იან სადგურებს უჭირავთ. დღით ადრე ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა მინიმალური იყო.

სემეკმა განაახლა რეგულირებული კომპანიების ტარიფები, დამტკიცდა ენერგო პროს და თელასის 5-წლიანი საინვესტიციო გეგმები და ახალი საცალო ტარიფის დამტკიცება გადაიდო 3 თვით, 2026 წლის 31 მარტამდე“, - განმარტებულია კვლევაში. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება - სემეკის თავმჯდომარე

29.01.2026.15:00

2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 2026 წლის გეგმებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალი ლიცენზია ნიშნავს გაზრდილ გენერაციას.

„2026 წელს მარეგულირებელი კომისია რამდენიმე ახალ ობიექტზე გასცემს წარმოების ლიცენზიას და შეგვემატება ახალი გენერაციის ობიექტები ქვეყანაში. 2025 წელს ჩვენ ორ საშუალო ჰესზე გავეცით ასეთი ლიცენზია — 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მტკვარი ჰესი და 44.5 მეგავატი ხობი-2 ჰესი. რამდენიმე მცირე ჰიდროსადგური ასევე შევიდა ექსპლუატაციაში.

2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა