2025 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 7.2 პროცენტით ზრდა - მთავრობა
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობამაც ზრდის მიმართულებით დააკორექტირა. როგორც 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში წერია, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2025 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 7.2 პროცენტით ზრდა.
2026-2029 წლებში ქვეყნის ეკონომიკა მოსალოდნელია საშუალოდ 5.2 პროცენტით გაიზარდოს. 2029 წლისთვის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 145.5 მლრდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელთან შედარებით 14.2 ათასი ლარით (5.3 ათასი აშშ დოლარით) მოიმატებს და 39 319.0 ლარს (14 508.9 აშშ დოლარი) გაუტოლდება.

სხვა სიახლეები
მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია მალე დასრულდება, გაორმაგდება ტვირთბრუნვა და ასევე, შემცირდება ქვეყნის გადაკვეთის დრო - თამარ იოსელიანი
02.12.2025.13:00
მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია მალე დასრულდება, რაც გააორმაგებს ტვირთბრუნვას და შეამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი განმარტებით 2026 წელს დაგეგმილია ასევე სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის დაგეგმილი ღონისძიებები, რაც რკინიგზაში გვაქვს. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ - მთავარი სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციას, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და შესაბამისად, გააორმაგებს ტვირთბრუნვას, შეამცირებს ქვეყნის გადაკვეთის დროს. მაგალითად, თუ საკონტეინერო ვაგონით გადაზიდვებზე ვსაუბრობთ - 24 საათიდან 12 საათამდე შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ 2026 წელს საქართველოს რკინიგზას დაგეგმილი აქვს გადაიარაღება, როგორც სავაგონო ასევე სალოკომოტივო პარკთან მიმართებით. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 30%-ით შემცირდება ქვეყნის გადაკვეთის დრო და რა თქმა უნდა ეს არის ის გამოსავალი რაც შუა დერეფანს სჭირდება.
ასევე, ძალიან მალე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა დასასრულს მოუახლოვდება. შესაბამისად ეს რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ჩვენს დაკავშირებადობას, როგორც თურქეთს, აზერბაიჯანს ისე საქართველოს შორის, ასევე მოემსახურება რეგიონს და შუა დერეფანს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.