მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7123.5
-0.0373
flag
AZN 1.5881
-0.002
flag
CNY 39.065
-0.0044
flag
EUR 3.1032
-0.0082
flag
GBP 3.5726
-0.0223
flag
KZT 56.13
0.0029
flag
TRY 0.0607
-0.0001
flag
USD 2.6998
-0.0027

2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ს 2.6 პროცენტი შეადგინა, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

news image

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 229.8 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 484.5 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი), მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.6 პროცენტი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, 803.9 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1,008.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.6 პროცენტი იყო, რაც საქართველოსათვის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი.

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 6.3 პროცენტით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი (5.0 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 20.9 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14.7 პროცენტით გაიზარდა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება მეტწილად მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ განაპირობა. კერძოდ, მომსახურების პროფიციტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.1 პროცენტით, 256.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1,038.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.1 მლრდ აშშ დოლარს (2.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 9.2 პროცენტით მეტია. მაღალ დონეზე ნარჩუნდება ტრანსპორტირების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის მეოთხე კვარტალში 418.4 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.9 პროცენტი შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რომელმაც 2025 მეოთხე კვარტალში 357.0 მლნ აშშ დოლარი, მშპ-ს 3.4 პროცენტი შეადგინა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -634.5 მლნ აშშ დოლარი (-1.7 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 18.4 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 9.1 პროცენტით გაიზარდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 14.7 პროცენტით გაიზარდა და 2025 წლის მეოთხე კვარტალში 1.0 მლრდ აშშ დოლარს (2.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 15.0 პროცენტით გაიზარდა 945.4 მლნ აშშ დოლარამდე (2.6 მლრდ ლარი).

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს. წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 374.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.5 პროცენტია.

რელიზი მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო (მეხუთე რედაქცია)", შესაბამისად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Moody’s-ი თიბისი ბანკის რეიტინგის განახლებს აქვეყნებს - რა წერია ანგარიშში

31.03.2026.15:20

Moody's Ratings-მა დაადასტურა თიბისი ბანკის Ba2/NP გრძელვადიანი და მოკლევადიანი საბანკო დეპოზიტების რეიტინგები. განახლების თანახმად, ბანკის გრძელვადიან დეპოზიტურ რეიტინგებზე პერსპექტივა ნეგატიურად რჩება.

პარალელურად, დადასტურდა თიბისი ბანკის ბრიტანული ჰოლდინგის კომპანია - TBC Bank Group PLC-ის Ba3/NP გრძელვადიანი და მოკლევადიანი ემიტენტის რეიტინგები. გრძელვადიან ემიტენტის რეიტინგებზე პერსპექტივა ნეგატიურია.

ანგარიშის თანახმად, რეიტინგი ასახავს ბანკის სტაბილურ ფინანსურ შედეგებს, განსაკუთრებით მის მაღალ მომგებიანობას - საშუალო აქტივებზე 3.4%-იანი უკუგებით (RoA), რაც განპირობებულია მისი ძლიერი საბაზრო პოზიციით, ასევე მყარ კაპიტალიზაციას - 2025 წლის ბოლოს მდგომარეობით CET1 კოეფიციენტით 16.6%.

Moody's-ის შეფასებით, აღნიშნული ძლიერი მხარეები ნაწილობრივ ნეიტრალიზებულია აქტივების მომატებული რისკებით, რაც დაკავშირებულია უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებასთან და სწრაფ საკრედიტო ზრდასთან. ამასთან, დეპოზიტების მაღალი დოლარიზაცია და არარეზიდენტი დეპოზიტებზე ზომიერი დამოკიდებულება ზღუდავს დაფინანსების სტრუქტურას, თუმცა ეს ნაწილობრივ კომპენსირდება კარგი ლიკვიდურობით.

TBC PLC-ის Ba3 გრძელვადიანი ემიტენტის რეიტინგის დადასტურება განპირობებულია TBC Bank-ის BCA-ს დადასტურებით, ვინაიდან ბანკი წარმოადგენს ჰოლდინგის აქტივებისა და შემოსავლების ძირითად ნაწილს და მათი ფინანსური მაჩვენებლები ერთმანეთის მსგავსია.

TBC PLC-ის რეიტინგი ერთი საფეხურით დაბალია თიბისი ბანკის ba2 კორექტირებულ BCA-ზე, რაც განპირობებულია სტრუქტურული სუბორდინაციით - ჰოლდინგის დაუზღვეველი კრედიტორები უფრო დაბალ პრიორიტეტულობით ხასიათდებიან ბანკის კრედიტორებთან შედარებით, ასევე შედარებით დაბალი ორმაგი ლევერიჯით.

ამასთან, Moody's-ის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა არსებული ნეგატიური პერსპექტივის პირობებში. თუმცა პერსპექტივა შეიძლება გახდეს სტაბილური, თუ სუვერენული რეიტინგის პერსპექტივაც სტაბილურად შეიცვლება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა