2025 წელს გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა 2.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
2025 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.9 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 43.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.
2025 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 1.5 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 4.3 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
ვიზიტების უმრავლესობა, 47.0 პროცენტი, განხორციელდა საქართველოს რეზიდენტი 31-50 წლის ვიზიტორების მიერ, ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ კი მთლიანი ვიზიტების რაოდენობის 46.4 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 36.1 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 836.0 და 367.3 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.97 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (6.98 ღამე) 0.1 პროცენტით ნაკლებია. ვიზიტების 98.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.4 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წელთან შედარებით 6.0 პროცენტით გაიზარდა და 1 068.6 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში იახტების იმპორტი ყველაზე მეტი ღირებულებით განხორციელდა
09.02.2026.13:00
2025 წელს საქართველოში 4 148.2 ათასი დოლარის ღირებულების იახტების იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 4 707.3 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად კლება 12%-ის დონეზეა.
2025 წელს საქართველოში იახტების და დასვენების ან სპორტისთვის განკუთვნილი მოცურავე საშუალებების იმპორტი 22 ბაზრიდან განხორციელდა, თუმცა ლიდერი აშშ-ია. სწორედ აშშ-დან განხორციელდა საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების იახტების შემოყვანა.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო იახტებს ყიდულობს:
აშშ - 2 168.2 ათასი დოლარი;
მექსიკა - 445.5 ათასი დოლარი;
თურქეთი - 280.3 ათასი დოლარი;
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 254.6 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 233.3 ათასი დოლარი;