მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7094.2
-0.0025
flag
AZN 1.5962
-0.0009
flag
CNY 38.161
-0.0085
flag
EUR 3.1514
-0.0107
flag
GBP 3.5766
-0.0132
flag
KZT 51.14
-0.0036
flag
TRY 0.0646
-0.0001
flag
USD 2.7139
-0.0015

2025 წელს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, ეს ტემპი მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო წლებში მაღალ ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს მთავრობის რეფორმები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, „იგლ ჰილსის" 6,5 მილიარდიანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ორ ლოკაციაზე განხორციელდება,  აგრეთვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. ამის შესახებ ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.7%-ით განისაზღვრა.

„სექტემბრის თვეში  ეკონომიკურ ზრდაში, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო,  მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების,  ინფორმაციისა და კომუნიკაციის, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია რიგი ფაქტორები, მათ შორის, ექსპორტი, რომელიც 2025 წლის ცხრა თვეში  7.7%-ით გაიზარდა და 5.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი, რომელიც რეკორდულია   და  3.6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებსა და სარეიტინგო კომპანიების პოზიტიურ შეფასებებს საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან მიმართებით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდეს მომავალი წლების განმავლობაშიც,  რაც პოზიტიურად აისახება როგორც დასაქმების მაჩვენებლებზე, ასევე საშუალო ხელფასის ზრდაზე, ქვეყანაში შემოსავლებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4% შეადგინა -  საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომლის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-ს შეადგენს, ხოლო რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს, 2025-2030 წლებში ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ 5.4%. ხაზგასასმელია, რომ  საშუალო ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლით საქართველო  მსოფლიოს 25 ქვეყანაში შედის, უსწრებს როგორც ევროპის ყველა ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ისე მეზობელ ქვეყნებსაც.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკა განაგრძობს მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას - სულხან თამაზაშვილი 2026 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტზე

31.10.2025.16:44

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მთავრობის სხდომა ოქტომბრის თვის შედეგების შეჯამებით დაიწყო და აღნიშნა, რომ გასული თვე იყო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვების თვე.
 
„მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც დღეს სხდომას ესწრებიან, ვულოცავ უფლებამოსილების შესრულების დაწყებას. ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საზოგადოების მაღალი ჩართულობით ეფექტიანად იმუშაონ“ - აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.
 
აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა დასრულდა. მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 800 მილიონ ლარს აღწევს.
 
„ფინანსური დოკუმენტის ასეთი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკა განაგრძობს მდგრად, ეფექტიან და სტაბილურ განვითარებას. ეს არის მეტი კეთილდღეობა და შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პროგრამას, როგორც სოციალური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებებით“  - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 
 
სულხან თამაზაშვილის თქმით, აჭარაში იწყება ციტრუსის მოსავლის სეზონი, რომელიც რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია. საპროგნოზო მონაცემებით, მოსავლის მოცულობა წინა წელთან შედარებით 30%-ით გაიზრდება. რეგიონში ამოქმედებულია ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს სეზონის შეუფერხებელ მიმდინარეობასა და პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობას.
 
მთავრობის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონის საერთაშორისო და საგანმანათლებლო წარმატებებზეც. ბათუმი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ამ გამარჯვებამ რეგიონი კიდევ უფრო გამოკვეთა მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.
 
ასევე, აღსანიშნავია რეგიონის წარმატება საგანმანათლებლო მიმართულებით. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ათ გამარჯვებულს შორის, ორი პედაგოგი აჭარის რეგიონიდანაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა