2025 წელს, ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით, 7.4% იქნება - თამთა სოფრომაძე
ეროვნული ბანკის თვალთახედვით, ანუ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რა დგას ეკონომიკური აქტივობის უკან, – აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, რომელიც დღეს რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ე.წ. პოტენციური ან ქვეყნის წარმოების პოტენციალიდან როგორ არის გადახრილი, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს, შემდეგ ფასებზე როგორი ზეგავლენა ექნება. შესაბამისად, ჩვენი ანალიზის მიხედვით, გასულ წლებშიც საკმაოდ მაღალი იყო ეკონომიკური ზრდა – 2021-2024 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7% იყო და ჩვენი შეფასებით, ეს ძირითადად მომდინარეობდა მაღალპროდუქტიული სექტორებიდან. ქვეყნის ჯამური წარმოების პოტენციალიც ამის შესაბამისად გაიზარდა და, აქედან გამომდინარე, დიდ წნეხს ფასებზე არ წარმოქმნიდა.
ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს, დაახლოებით 7.4%-იანი იქნება ეკონომიკური ზრდა და ფაქტობრივად ნელ-ნელა გააგრძელებს ნორმალიზაციას გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასთან. ამ ეტაპზეც, კონსერვატიული მიდგომიდან გამომდინარე, მიუხედავად წარსული მაღალი ზრდებისა, ჩვენი შეფასებით, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ 5%-ია და ნელ-ნელა დაუბრუნდება ამ მაჩვენებელს.
თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას, რომ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკურს ზრდაში სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა - თუ შევადარებთ მაგალითად 2020 წლამდე პერიოდს. კერძოდ, უფრო მეტად გააქტიურდა ისეთი სექტორები, რომელიც ნაკლებად იმპორტ ინტენსიურია და უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას წარმოქმნიან საქართველოს ეკონომიკისათვის, რაც ასევე პარალელურად აისახა იმაშიც, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის შემოდინებებს და გადინების ბალანს საკმაოდ გაუმჯობესებულია ბოლო წლებში. თუ შევადარებთ ისტორიულ მაჩვენებელს და ის მთლიან შიდა პროდუქტთან დაახლოებით 5 %-თან ახლოს ნარჩუნდება. ამ მიმართულებითაც ჩვენი პროგნოზი ასეთია, მიმდინარე წელსაც მიმდინარე ანგარიშის ბალანსი წონასწორულ დონესთან ახლოს დარჩება და დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის ფარგლებში იქნება,“ – აცხადებს თამთა სოფრომაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესინალებისთვის ქმნის შესაძლებლობებს დასაქმებისა და სტაჟირებისთვის
სხვა სიახლეები
რეკორდულად მაღალი არის სავალუტო ინტერვენციები, რასაც განაპირობებს ძირითადად მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები - თამთა სოფრომაძე
05.11.2025.19:21
რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ყოველთვიურად მზარდი ტენდენცია, - აცხადებს სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე, რომელიც დღეს რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, წელს არის ამის შესაძლებლობა, რომ სებ-მა შეისყიდოს რეზერვები.
რეზერვებთან დაკავშირებით წლის დასაწყისიდან გვაქვს ტენდენცია, რომ იზრდება ყოველთვიურად როდესაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს ამ სტატისტიკას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვხედავთ, რომ არის მზარდი, თავისთავად ეს არის ეროვნული ბანკის პოლიტიკის ასახვა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეროვნული ბანკისთვის ყოველთვის არის პრიორიტეტი ის, რომ რეზერვები დააგროვოს და ჰქონდეს ადეკვატურ დონეზე, როდესაც ბაზარი და მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ამის შესაძლებლობას გვაძლევს. წელს გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ შევისყიდოთ რეზერვები, ამ პოლიტიკას მივყვებით და ბოლო მონაცემი რაც გვქონდა გამოქვეყნებული რეზერვი არის 5,4 მილიარდი აშშ დოლარი. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის და დაახლოებით პარასკევს გამოვაქვეყნებთ შემდგომ სტატისტიკას რეზერვების შესახებ.
წლის განმავლობაში ამ მოცულობით შესყიდვა, წინა წლებში არასდროს განხორციელებულა, რეკორდულად მაღალი არის სავალუტო ინტერვენციები, რასაც განაპირობებს ძირითადად ისევ და ისევ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები.
როდესაც ხდებოდა მსგავსი პროგნოზების გაკეთება, ან თუნდაც კომენტარის გაკეთება გასული წლის ბოლოს, საუბრის დროს, მაშინ ეროვნულმა ბანკმა გაყიდვების მიმართულებით განახორციელა ინტერვენცია. მაშინაც ჩვენი კომუნიკაცია და ჩვენი ანალიზი იყო ის, რომ გაცვლით კურსს საბოლოოდ აყალიბებს ის, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს – ფუნდამენტური ფაქტორები.
დანარჩენი ეს აჟიოტაჟი, მოლოდინების გაუარესება ან პირიქით, მხოლოდ მოკლევადიან გავლენას ახდენს. შარშან წლის ბოლოს იყო ეს მომენტი, როდესაც გარკვეულ ტიპის აჟიოტაჟი, მოლოდინები ახდენდა კურსზე გავლენას. იმიტომ, რომ ჩვენ ხელთ გვქონდა ანალიზი, მონაცემები იმისა, რომ ფუნდამენტური ფაქტორები იყო საკმაოდ ძლიერი. აქედან გამომდინარეობდა კურსზე ზეწოლა.
შესაბამისად, 2025 წლის დასაწყისიდან თავისთავად, რადგანაც ფუნდამენტური ფაქტორები იყო ძლიერი, კურსი სტაბილურად შენარჩუნდა ამ ნიშნულზე და შესაბამისად მოლოდინებიც შეიცვალა. მაგალითად, ძალიან კარგი საზომი არის თუ როგორი არის დეპოზიტების დოლარიზაცია. შარშან, წლის ბოლოს საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. დაახლოებით, 54 %-მდეც ავიდა, 53-54 %-მდე, თუმცა როგორც აღვნიშნე რადგანაც ანუ თავისთავად მაკროეკონომიკური მდგომარეობა აყალიბებს კურსს და შემდეგ წამოვიდა ტენდენცია, რომ ეს კურსი არის სტაბილური შემდეგ მოლოდინებიც შეიცვალა და დღეის მდგომარეობით, თუ გასული წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისშიც საკმაოდ მაღალი 53% იყო დოლარიზებული - დღეს ეს მაჩვენებელი არის 49.2-ზე ჩამოსული, ისევ ლარის დეპოზიტების მიმართულებით გაიზარდა,“ - აცხადებს თამთა სოფრომაძე.