მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7074.2
0.0016
flag
AZN 1.5863
-0.0007
flag
CNY 38.619
-0.0016
flag
EUR 3.1405
-0.0107
flag
GBP 3.6155
-0.012
flag
KZT 52.83
-0.0022
flag
TRY 0.0625
-0.0002
flag
USD 2.6971
-0.0011

2025 წელს APM Terminals-მა ფოთში რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა

news image
2025 წლის 12 თვეში ეიპიემ ტერმინალს ფოთმა 636466 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 12 თვეში 545297 TEU კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2023-ში 592589TEU კონტეინერი. აღსანიშნავია, რომ ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქამდე არ დაუმუშავებია. 

ამავდროულად, 2025 წლის მონაცემებით, 16%-ით გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც.  „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“  გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს - 313, ხოლო 2023 წელს 330.

რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წელს 243048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში. 2024 წელს ეს რაოდენობა 245748 ტონას შეადგენდა, 2023-ში- 302763.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წელთან შედარებით მომატებულია. 2025 წელს 164631 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში  157894 ტონა, 2023 წელს 96434 ტონა
2025 წელს, კომპანიის მიერ დამუშავდა 18871 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 18509  მანქანიანი კონტეინერი. ჯამში, ეიპიემ ტერმინალს ფოთის მიერ 2025-ში დამუშავდა 73864  ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 73783 ავტომობილი. 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან - ინფრასტრუქტურის მინისტრი

12.01.2026.12:32

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ფარგლებში, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ბიზნესთან, -  ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სამინისტრო მათ უყურებს როგორც პარტნიორებს, რადგანაც ბიზნესის ჩართულობის გარეშე პროექტები ვერ განხორციელდება. 

„ჩვენ მართლაც ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვს ბიზნესთან. არის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მათი დახმარებით, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები - ჩვენ მათ ვუყურებთ როგორც ჩვენს პარტნიორებს. იმიტომ, რომ მათ გარეშე ჩვენ ჩვენს პროექტებს ვერ განვახორციელებთ. თუმცა ჩვენ გაქვს ჩვენი მიდგომები, ჩვენი წესები, ჩვენი სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა აეწყონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მათ შორის კარგი ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად არის ის, რომ შეიქმნას ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები - ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა. ჩვენ საგზაო მიმართულებით მაქსიმალურად ყველა ტენდერში ვცდილობთ, რომ წავახალისოთ და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და მათ შორის დიდ ტენდერებში და მათაც შეიძინონ ეს გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათ შორის ცოდნაც დარჩეს ამ ქვეყანაში ყველა ამ პროექტის განხორციელების შემდგომ - ეს ვერ იქნება ცუდი გაგებით პროტექციონისტული მიდგომა, ჩვენ მიდგომა ხარისხთან, დროსთან, შესაბამის სტანდარტებთან დაკავშირებით ერთნაირი გვექნება ყველა კომპანიასთან - საერთაშორისო იქნება თუ ქართული, ეს იქნება მკაცრი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ქართული კომპანიები ბაზარზე გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა