მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7251.1
-0.0139
flag
AZN 1.6094
-0.0035
flag
CNY 39.608
-0.0166
flag
EUR 3.1677
-0.0156
flag
GBP 3.6465
-0.0115
flag
KZT 55.39
-0.0031
flag
TRY 0.0621
-0.0002
flag
USD 2.7362
-0.0057

2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, 2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ - 7,291.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ამასთან, ვახტანგ ცინცაძე აღნიშნავს, რომ რეკორდულია სავაჭრო ბრუნვის მონაცემები - ზრდამ 10.1%-ი, მოცულობამ კი - 25,820.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ 12.5%-ით არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა და მისი ოდენობა 3,367.4 მლნ. აშშ. დოლარია. „ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის აღნიშნული ზრდა, ვინაიდან ის პირდაპირ მეტყველებს, რამდენად კონკურენტუნარიანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე ", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ. აშშ. დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტი კი 2024 წლის დეკემბერთან შედარებით 58.1%-ითაა გაზრდილი და მისი მოცულობა 368.0 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება. მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ არსებულ დინამიკას საქართველოს მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. „ჩვენ გვაქვს მექანიზმები, რომლებიც ადგილობრივ მწარმოებლებს პროდუქციის საქართველოში წარმოების განვითარებაში ეხმარება. ასევე, მათ შესაძლებლობებს აძლევს, რომ გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებსაც მთავრობა აფართოებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან. „მთავრობის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი - როგორც შიდა, ისე საგარეო ბაზარზე," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

06.03.2026.19:06

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა