მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

news image

2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6 პროცენტით გაიზარდა და 228.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წელს მისი მოცულობა 90.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია.

2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 67.7 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.8 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 16.5 პროცენტი კი — მცირე ბიზნესზე. განსხვავებული განაწილება იყო პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა პროდუქციის გამოშვების 46.8 პროცენტი, საშუალოზე — 25.5 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე — 27.7 პროცენტი.

2024 წელს საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა — 114.9 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 5.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 71.4 მილიარდი ლარი (2023 წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2024 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.2 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 56.8 პროცენტი — მამაკაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.4 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20.3 პროცენტი — საშუალოზე, ხოლო 40.3 პროცენტი — მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 801.6 ათასი კაცი შეადგინა (2023 წელთან შედარებით 3.9 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 19.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა (2023 წელთან შედარებით 15.3 პროცენტით მეტი). 2024 წელს, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2024.4 ლარს გაუტოლდა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 197.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 601.4 ლარი შეადგინა (2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 156.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 297.4 ლარი;

⦁ საშუალო ზომის ბიზნესი – 2 443.8 ლარი;

⦁ მცირე ბიზნესი – 1 437.5 ლარი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

02.10.2025.19:59

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.  შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულები, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.

საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და  უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს.  ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე. 

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები" და „იზიჯეტი" წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა