მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

2024 წელს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა - ვახტანგ ცინცაძე

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2024 წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანაში სიღარიბის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება, კერძოდ, გასულ  წელს სიღარიბე 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, პირველად ჩამოცდა ორნიშნა მაჩვენებელს და რეკორდულად დაბალი - 9.4 პროცენტით განისაზღვრა, რაც, ფაქტობრივად, საქართველოსთვის ისტორიული მინიმუმია.

 

თუ ამ მაჩვენებელს რაოდენობრივ გამოხატულებაში შევხედავთ, ვნახავთ, რომ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბეს 90 ათასზე მეტმახოლო 4 წლის ჭრილში  445 ათასზე მეტმა ადამიანმა  დააღწია თავი" -განაცხადა ცინცაძემ.

 

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ეს განპირობებულია  თანმიმდევრული და სწორი ეკონომიკური პოლიტიკით.

 

ერთი მხრივ, აქ მნიშვნელოვანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც, მაგალითად, 2024 წელს, საქართველოში, გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი -  9.4 პროცენტი იყოხოლო მეორე მხრივ, აღსანიშნავია ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც  მიმართულია ინკლუზიურობის ზრდაზე და ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებული იქნება, რაც, თავისთავად, აისახება სიღარიბის შემდგომ შემცირებაში, დასაქმებულთა ზრდაში და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებაში" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ

 

მისივე თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, ასევე ხაზგასასმელია მიმდინარე და დაგეგმილი სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.

 

საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9.4 პროცენტი შეადგინა. სიღარიბის დონე პანდემიამდელ მაჩვენებელთან, 2019 წელთან შედარებით განახევრდა - 10.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა (19.5%-დან 9.4%-მდე). 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. სიღარიბის დონე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და როგორც სოფლად, ასევე ქალაქად.

 

2024 წელს ჯინის კოეფიციენტი (რომელიც ზომავს უთანასწორობას შემოსავლებისა და ხარჯების მიხედვით) მთლიანი შემოსავლების მიხედვით შემცირდა 0.02-ით და 0.35 შეადგინა. ჯინის კოეფიციენტი მთლიანი ხარჯების მიხედვით შემცირდა 0.003-ით და 0.40 შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რა ეტაპზეა სებ-ის სათაო ოფისის მშენებლობის პროექტი - ნათია თურნავას პასუხი

30.05.2025.17:25

5 წელიწადში სებ-ს ახალი სათაო ოფისი უნდა ჰქონდეს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, შეძენილ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა და როდესაც ის დასრულდება დაიწყება მისი პროექტირების ეტაპი.

„დიახ, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა - მთავრობისგან შევიძინეთ მიწის ნაკვეთი თავისი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობით. ამ წუთში მიმდინარეობს ექსპერტიზა იქ არსებული შენობა-ნაგებობის, როდესაც დასრულდება ექსპერტიზა მერე ჩვენ გადავალთ უკვე პროექტირების ეტაპზე. პრივატიზაციის პროცესში ჩვენ 5 წლიანი ვადით გვაქვს საინვესტიციო პირობით აღებული და ვფიქრობთ, რომ ჩავეტევით ამ ვადაში“, - აღნიშნა თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა