2024 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 11.4% შეადგინა - საქსტატი
2024 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 11.4 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 19.3 პროცენტია. გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 1.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა - 1.6 პროცენტული პუნქტით. 2024 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 13.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 11.0 პროცენტი.
დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტების სფეროების პოზიციაზე დაფიქსირდა და 26.0 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა სპეციალისტიპროფესიონალების პოზიცია (23.7%).
გენდერული სახელფასო სხვაობა წარმოადგენს კაცისა და ქალის საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის თანაფარდობას კაცის საშუალო ხელფასთან. გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც არ ითვალისწინებს დემოგრაფიულ და სამუშაო მახასიათებლებს, ცნობილია, როგორც შეუსწორებელი გენდერული სახელფასო სხვაობა. დემოგრაფიული მახასიათებლების (ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილმდებარეობა - რეგიონი/დასახლების ტიპი და ა.შ.) და სამუშაო მახასიათებლების (ეკონომიკური საქმიანობის სფერო, დაკავებული პოზიცია და. ა.შ.) გათვალისწინების შემთხვევაშიც კაცისა და ქალის ხელფასებს შორის არსებობს სხვაობა. აღნიშნული სხვაობა წარმოადგენს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელს. სახელფასო სხვაობის გამომწვევი სოციალური ფაქტორები საკმაოდ კომპლექსურია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ფუნდამენტური კონვენცია „მამაკაცთა და ქალთა თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების შესახებ“ ქვეყნებს ავალდებულებს უზრუნველყონ თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურება დისკრიმინაციის გარეშე. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი გაანგარიშებულია სამუშაო ძალის გამოკვლევის საფუძველზე, 15-64 წლის დაქირავებული მოსახლეობისთვის, რეგრესიული მოდელის გამოყენებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
სხვა სიახლეები
16.10.2025.15:00
საქართველოდან თხილის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ექსპორტზე 59 042.9 ათასი დოლარის ღირებულების 7 883.8 ტონა თხილი გაიტანა. მაშინ როდესაც 2024 წლის რვა თვეში ექსპორტი 6 062.8 ტონა შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან თხილის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში მოყვანილი თხილისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი იტალიაა.
TOP 5 ქვეყანა, რასაც საქართველო თხილს ყიდის:
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 17 722.2 ტონა თხილი გაიტანა, 2023 წელს კი 18 802.0 ტონა.