2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდა და 13.9% შეადგინა - საქსტატი
2024 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2023 წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 47.1 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 3.1 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 48.5 პროცენტს და 45.3 პროცენტს შეადგენს.
2024 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
2024 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.4 პროცენტული პუნქტით.
წინა წელთან შედარებით 2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, შესაბამისად 5.6, 5.0 და 3.5 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.2 პროცენტული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.2 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.8 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.
2024 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 2.8 და 2.3 პროცენტული პუნქტით.
2024 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (36.3 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.2 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
15.05.2025.16:01
2025 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 4 თვეში გადმორიცხულია 1,082.1 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.8%-ს შეადგენს, შესაბამისი 132.5 მლნ აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ნაწილში კვლავ ზრდა ფიქსირდება, კერძოდ, 16.6%-იანი და მოცულობა 54 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, აპრილში წლიურად - 18.9%-ით შემცირდა და 39.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.7 მლნ აშშ დოლარი (80.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა.