2024 წელს საქართველოში წყალმომარაგების კომპანიებმა შინამეურნეობებს 243.4 მლნ კუბ/მ წყალი მიაწოდეს
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 243.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (231.5 კუბური მეტრი). 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.79 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 75.4%), რაც 1.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.75 მილიონი ადამიანი).
2024 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 2.00 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 54.1%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.98 მილიონი) აღემატება 1.0%-ით. 2024 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.58 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 42.7%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.52 მილიონი) აღემატება 3.9%-ით
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.