2024 წელს საქართველოს საფინანსო სექტორში საშუალოდ 42.5 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული - საქსტატი
2024 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 12.1 მლრდ. ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს (76.9%) საპროცენტო და მასთან გათანაბრებული შემოსავლები შეადგენდა, 9.5% საკომისიო შემოსავლებზე მოდიოდა, ხოლო დარჩენილი 13.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.
2024 წლის დასასრულისთვის საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროში განთავსებული იყო 2.9 მლრდ. ლარი ნაღდი ფულის სახით. ამავე დროს, ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა (საბალანსო) ღირებულებამ 2.5 მლრდ. ლარი შეადგინა. 2024 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.5 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 65.9 პროცენტი ქალი იყო.
2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 1.1 მლრდ. ლარი შეადგინა , საიდანაც 41.7% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 11.8% – ქონების დაზღვევაზე, 9.2% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 6.7% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 1.4% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (29.2%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.
2024 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებული დამდგარი სადაზღვევო ზარალი (ბრუტო) 707.6 მლნ. ლარით განისაზღვრა, რომლის 52.6% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 5.5% – სიცოცხლის დაზღვევაზე, 4.6% – სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 4.5% – ქონების დაზღვევაზე, 0.3% – უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (32.5%) სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა
დღის ტოპ 10 სიახლე
თბილისის ავტოპარკის განვითარების პროექტი - „თეგეტამ“ დედაქალაქს MAN-ის 200 ერთეული ავტობუსი მიაწოდა
სხვა სიახლეები
15.10.2025.17:00
2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 49 617.8 ათასი დოლარის ღირებულების 87 588.7 ტონა შაქარი იყიდა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან თითქმის 2%-ით ნაკლებია. 2024 წლის 8 თვეში საქართველოში შაქრის იმპორტმა 89 009.8 ტონა შეადგინა.
საქართველოსთვის შაქრის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ბრაზილიაა. სწორედ ბრაზილიაზე მოდის საქართველოში იმპორტირებულის შაქრის 24,5%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:
ბრაზილია - 21 500.0 ტონა;
პოლონეთი - 18 626.3 ტონა;
საფრანგეთი - 17 618.5 ტონა;
ნიდერლანდები - 12 089.5 ტონა;
უკრაინა - 7 155.6 ტონა;
2024 წელს ქვეყანამ 135 233.5 ტონა შაქარი იყიდა, 2023 წელს კი 144 727.5 ტონა.