2024 წლის მშპ-ს მაჩვენებლის სტრუქტურაში თბილისი ლიდერობს - საქსტატი
2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 93 022.3 მლნ. ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქ. თბილისი (53.1 პროცენტი), აჭარის ა.რ. (9.3 პროცენტი), იმერეთი (7.7 პროცენტი), ქვემო ქართლი (7.1 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (5.5 პროცენტი).
ქ. თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (23.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი). აჭარის ა.რ.-ის რეგიონისათვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მშენებლობა (14.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.6 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (9.5 პროცენტი). იმერეთში, დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით ქვეყნის მესამე რეგიონში, დიდი წილი უკავია სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობას (11.4 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობას (10.1 პროცენტი) და განათლებას (9.8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი დამამუშავებელი მრეწველობა (16.1 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (14.1 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (9.6 პროცენტი).
სხვა სიახლეები
კვერცხის იმპორტი შემცირებულია - როგორია ტენდენცია
23.12.2025.13:00
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 3 476.8 ათასი დოლარის ღირებულების 15 536 ათასი ცალი კვერცხის იმპორტი განახორციელა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის სტატისტიკასთან უდავოდ შემცირებული მაჩვენებლებია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში საქართველოში კვერცხის იმპორტმა 6 244.1 ათასი დოლარი შეადგინა, რაოდენობაში კი 34 189 ათასი ცალი.
აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში კვერცხის იმპორტი რაოდენობრივად 55%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საქართველოში კვერცხის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია. სწორედ თურქეთზე მოდის კვერცხის იმპორტის 82%-ი.
TOP 3 ქვეყანა, სადაც საქართველო კვერცხს ყიდულობს:
2024 წელს საქართველომ 6 582.5 ათასი დოლარის ღირებულების 35 479 ათასი ცალი კვერცხი იყიდა, 2023 წელს კი 62 242 ათასი ცალი კვერცხი. ბოლო წლების სტატისტიკით საქართველოში კვერცხის იმპორტის (რაოდენობრივად) რეკორდი სწორედ 2023 წელს დაფიქსირდა.