მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

2024 წელს FMCG ბაზრის მოცულობა 6,75%-ით გაიზარდა - GCCA

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, FMCG ბაზრის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. GCCA-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონის მოცულობამ 12 792 211 332 ლარი (დღგ-ს გარეშე) შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (11 983 346 244 ლარი) 6.75%-ით აღემატება.

GCCA-ის შეფასებით, 2024 წელს, ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია, კონცენტრაციის ინდექსმა 706 ერთეული შეადგინა, რაც მცირედით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 397 ერთეული. ბაზრის საცალო დონეზე დომინანტი ეკონომიკური აგენტი არ ფიქსირდება, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.

2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 3 მსხვილი კომპანიის საერთო ბაზრის წილი 31.9%-ს (29.9%-2023 წ.), 5 მსხვილი კომპანიის წილი 44.2%-ს (40.6%-2023 წ.), 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 55.5%-ია (50.1%-2023 წ.), ხოლო ორგანიზებული ბაზრის საერთო წილმა 58.4% შეადგინა.

ბოლო წლებში, ბაზარზე ფიქსირდება როგორც ქსელების გაერთიანების და გამსხვილების შემთხვევები, ასევე ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები. სწრაფი განვითარება შესამჩნევია რეგიონებში. ორგანიზებული ბაზრის წილი დინამიურად მზარდია.

FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში/ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად ქეშბექი მოქმედებს, რომელსაც დისტრიბუტორი მიწოდებული პროდუქციის ფასიდან იხდის, შესაბამისი პროცენტული ოდენობით. პროდუქტების უმრავლესობაზე ქეშბექის დინამიკა მზარდია (მაგალითად - წყალი 0.5 ლიტრის შემთხვევაში 22%-დან 33%-მდე, კვერცხი 10ც. 20%-დან 24%-მდე, მზესუმზირის ზეთი 1 ლიტრი 8%-დან 15%-მდე, კარაქი 200გ (82%) 25%-დან 34%-მდე, რძე (1ლ) და მაწონი (400 გრ) 14%-დან 25%-მდე.

GCCA-ის პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ ქეშბექის დიაპაზონი მსგავს პროდუქტებზე ცვალებადია, დისტრიბუტორების და რითეილის დონეზე, საბოლოო ჯამში, პროდუქტი საცალო დონეზე, მეტ-ნაკლებად, იდენტურ ფასად იყიდება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც რითეილში შედარებით დაბალი ქეშბექი ფიქსირდება - მაღალია უშუალოდ რითეილის შემდგომი ფასნამატი და პირიქით, იმ შემთხვევაში, როდესაც მაღალია ქეშბექი, დაბალია რითეილის ფასნამატი, რაც შედეგობრივად განაპირობებს იდენტურ პროდუქტზე მსგავს ფასებს სხვადასხვა ქსელის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ბაზრის მოცულობის, მოქმედი კომპანიების და მათი საბაზრო წილის იდენტიფიცირება მოხდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის, კერძოდ დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციების და რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატების ბრუნვების გათვალისწინებით. ბაზრის მოცულობა არ მოიცავს საცალო აფთიაქების მეშვეობით რეალიზებულ შესაბამის პროდუქციას.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პირველ კვარტალში საქართველომ 1,3 მლნ ლარის ავოკადო იყიდა

01.05.2025.19:00

ავოკადოს იმპორტი 6%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,333.98 ათასი დოლარის ღირებულების 512.90 ტონა ავოკადო იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 543.40 ტონა.

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 54%-ი საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, მიმდინარე წელს საქართველომ ავოკადო სულ 4 ბაზრიდან იყიდა:

  • ნიდერლანდები - 279.08 ტონა - 931.45 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 214.00 ტონა - 368.77 ათასი დოლარი;
  • ლიბანი - 19.81 ტონა - 33.68 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.00 ტონა - 0.09 ათასი დოლარი.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ ავოკადოს იმპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, რადგანაც ქვეყანამ მთლიანობაში 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც ასევე სოლიდური თანხა 4,451.98 ათასი დოლარი გადაიხადა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა