მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები განვახორციელეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები - თამთა სოფრომაძე

news image

„როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით და ვავსებდით სავალუტო რეზერვებს, 2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები გავაკეთეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ ჩვენი რეზერვები,  ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში.  იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული ახლა მოგვცა შესაძლებლობა, რომ საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი", - განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  თამთა სოფრომაძემ სავალუტო ინტერვენციების მნიშვნელობასა და ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შეფასებისას.

თამთა სოფრომაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, როცა სავალუტო ბაზარზე წარმოიქმნება  მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქცია ან არაფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული ჭარბი მერყეობა განხორციელდება, სებ-ი ყიდის უცხოურ ვალუტას. ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების ძირითადი მიზეზი გაცვლით კურსზე მიმდინარე ზეწოლა იყო, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებით იყო განპირობებული და კურსის ჭარბ მერყეობას იწვევდა. სოფრომაძის განმარტებით, სებ-ი მსგავს შემთხვევებში ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად იქცევა.

„მთავარია, რომ გრძელვადიანი ხედვა და გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების მიხედვით იყოს სწორი. მაკროეკონომიკური მდგომარეობის მხრივ არ იკვეთებოდა ზეწოლა გაცვლით კურსზე და ეს ზეწოლა მომდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში გაურკვევლობიდან გამომდინარე. ამის ფონზე სავალუტო ბაზარზე ხორციელდებოდა მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები, ძირითადად შესყიდვის მიმართულებით, რაც ქმნიდა დამატებით ჭარბ ზეწოლას ბაზარზე. ამავე პერიოდს დაემთხვა ის, რომ საბანკო დივიდენდების გადახდის პერიოდი იყო და როცა ამ დივიდენდების გადახდა ხორციელდება ამ დროსაც სავალუტო ბაზარზე არის მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები. ჩვენი ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად ასეთი ტიპის ზეგავლენას, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარეობს, ჩვენ სავალუტო ინტერვენციებით ვანეიტრალებთ და სწორედ ეს იყო მიზეზი ოქტომბრის ინტერვენციის", - აცხადებს სოფრომაძე.

როგორც თამთა სოფრომაძე ამბობს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია. ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებაზე  და როცა ამის შესაძლებლობას ბაზარი გვაძლევს სებ - ი ავსებს რეზერვებს.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის პირობებში, რაც ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს  საკმარისი ინსტრუმენტები გააჩნია იმისათვის, რომ დაბალი ინფლაციური გარემო და სტაბილური ფასები შეინარჩუნოს.

„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დღესდღეობით საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია, ფასები სტაბილურია და დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება", -აღნიშნა სოფრომაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი ინტერესი იყო, რომ „იგლ ჰილსის" პროექტები განხორციელებულიყო ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ განვითარდა და აქედან სახელმწიფოს მიეღო მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი - მარიამ ქვრივიშვილი:

18.11.2025.10:05

„არის კითხვები, თუ რატომ, შეირჩა კრწანისისა და გონიოს ტერიტორია „იგლ ჰილსის" პროექტისთვის - სახელმწიფოს ინტერესი იყო,  შემოგვეყვანა ეს ინვესტორი, ბევრი შეთავაზება გაკეთდა,  ბევრი ალტერნატიული ტერიტორია იყო, მაგრამ ამ ორ, დიდი ზომის  ტერიტორიას, რომლებიც  მრავალი  წელია ვერ განვითარდა, ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია სჭირდება. ბუნებრივია ჩვენი ინტერესი იყო, რომ ასეთ ტერიტორიაზე შესულიყო ინვესტორი, რომელსაც ასეთი რთული პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს, მეორე მხრივ, მათ შეუძლიათ ფინანსურად სრული უზრუნველყოფა და მესამე -  ეს უნდა ყოფილიყო პროექტები, რომლებიც ღირებულებას მოუტანდა ჩვენს ეკონომიკას, მის კონკრეტულ სექტორებს და შექმნიდა ახალ სამუშაო ადგილებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია „იგლ ჰილსის" უპრეცედენტო მოცულობის საინვესტიციო პროექტებზე საუბრისას, რომლებიც თბილისსა და გონიოში უნდა განხორციელდეს. 
 
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ინვესტორთან მოლაპარაკება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტის დროს და ამ დელეგაციის წევრი იყო მოჰამედ ალაბარიც, რომელიც კომპანია „იგლ ჰილსის" მფლობელია. 
 
„ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა ყველა საკვანძო საკითხზე შეჯერება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდაზე - ეს არის მუდმივი სამუშაო პროცესი, როდესაც საერთაშორისო ინვესტორებს, ადგილობრივ ინვესტორებს ვემუშავებით, ხდება გარკვეული ტერიტორიების პრივატიზება ან სხვადასხვა ფორმით გადაცემა იმისთვის, რომ სხვადასხვა სახის პროექტები განხორციელდეს, ეს შეიძლება იყოს დეველოპერული სექტორი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, ან სექტორი, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურას განავითარებს და ა.შ. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი" - აღნიშნა მინისტრმა. 
 
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ინვესტიციის მოცულობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, სახელწიფოს როლია, რომ სწორი ადგილი მოიძიოს, როდესაც საუბარია სახელწიფოს მფლობელობაში არსებულ მიწებზე და შემდეგ გარკვეული პირობებით  ინვესტორთან ისაუბროს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა