2022 წელს პენსიის სახით გაცემულმა თანხამ ₾5,3 მილიონს გადააჭარბა
2022 წელს პენსიის სახით გაცემულმა თანხამ 5,362,489.22 ლარი შეადგინა, ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მიღებულ იყო პენსიის დანიშვნისა და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ 1,961 განცხადება, მათ შორის დაკმაყოფილდა 1,858 განცხადება, ხოლო ამავე პერიოდში გაცემულმა პენსიამ/საპენსიო აქტივმა შეადგინა 5,362,489.22 ლარი.
ჯამურად, 2019-2022 წლებში პენსიის სახით გაცემულმა თანხამ 9,722,021.67 ლარი შეადგინა.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
03.10.2025.11:22
წლიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ატმის ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად პომიდორი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის სექტემბერში 2024 წლის სექტემბერთან შედარებით ატამი 84,54%-ით გაძვირდა, ხოლო პომიდორი 16,99%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.