2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
„ 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე. 2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას მონიტორინგი და სპეციალური სადგურების დამონტაჟება მიმდინარეობს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
16.05.2025.10:04
ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა, - აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-ს ლონდონში, EBRD-ის შეხვედრაზე მყოფმა ფინანსთა მინისტრმა განუცხადა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია.
„EBRD-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ბანკის ხელმძღვანელობასთან, მის ვიცე-პრეზიდენტთან, მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილეთ ბანკის მიმდინარე საქმიანობა საქართველოში. ბანკი საკმაოდ ძლიერადაა წარმოდგენილი კერძო სექტორში, კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. გასული წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკრედიტების წელი ბანკისთვის და ზოგადად EBRD-ი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნების მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია, სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგიონში. ამ მიმართულებით ბანკი განაგრძობს კერძო სექტორის დაკრედიტებას და ბანკის წვლილი ძალიან დიდია კერძო სექტორის განვითარებაში. ასევე, ჩვენ შეხვედრები გავმართეთ საინვესტიციო ბანკებთან, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ის მიზეზები, რამაც გამოიწვია აღნიშნული მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოში. ამ მიმართულებით საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. საქართველოში ფიქსირდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იმ პირობებში, რომ სრულად არის შენარჩუნებული მაკროეკონომიკური სტაბილურობა, როგორც დეფიციტის დაბალი მაჩვენებელი, ასევე ვალის დაბალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი. შეხვედრები გაიმართა JPMorgan-ის, Bank of America-ს, Société Générale-ს და Citi-ს საინვესტიციო ბანკებთან და მათ კლიენტებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდია დაინტერესება საქართველოს მიმართ, საქართველოს ეკონომიკის მიმართ და ამ მიმართულებით ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და მზაობა, რომ საქართველოსთან კიდევ უფრო აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.