1 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი - ახალი რეგულაცია
2026 წლის 1 იანვრიდან „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ტურისტი ვალდებულია თან იქონიოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
პოლისის სადაზღვევო თანხა სავალდებულოა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს. პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოეთის სადაზღვევო კომპანიის მიერ.
პოლისში აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი მონაცემები:
ზემოხსენებულთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ტურისტს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა საჭიროა დაზღვეული ჰქონდეს საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე.
პოლისის ქონის ვალდებულება არ ვრცელდება:
„საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N602 დადგენილების ძალაში შესვლის თარიღად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვარი.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის სექტორში დღეს დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 31 დეკემბრის ჩათვლით - სემეკი
29.12.2025.17:05