მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
0.0005
flag
AZN 1.5852
0.0001
flag
CNY 38.7
-0.0026
flag
EUR 3.155
-0.0054
flag
GBP 3.6135
-0.0204
flag
KZT 53.21
0.0012
flag
TRY 0.0622
-0.0001
flag
USD 2.695
0

1-ელი იანვრიდან „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაიზარდა - დავით ფერაძე

news image

2025 წლის 1-ელი იანვრიდან „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ კომპანიის 2025 წლის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა. 

ირკვევა, რომ 2025 წლისთვის კომპანიის სახელფასო ფონდმა 260 მლნ-ს გადააჭარბა, რაც „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლების დაახლოებით 40%-ია. 

„ჩვენი პრიორიტეტი მუდმივად არის უსაფრთხოების გაზრდა. ჩვენ ევროპული სტანდარტით უსაფრთხოების კუთხით თანდათან წინ მივიწევთ. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემაა თანამშრომლების კეთილდღეობა. აქვე მინდა განვაცხადო, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს რკინიგზამ ხელფასები საშუალოდ 10%-ით გაზარდა. ჩვენი სახელფასო ფონდი დამატებით 25 მლნ ლარით გაიზარდა და გადააჭარბა 260 მლნ ლარს. ანუ შემოსავლის დაახლოებით 40%-ი სახელფასო ფონდზე იხარჯება. 

ასევე გვინდა სალოკომოტივო პარკის გაჯანსაღება. ვცდილობთ, რომ სერვისი გავაუმჯობესოთ. ახალი მატარებლის შეძენის საშუალებას ამ ეტაპზე ბიუჯეტი არ გვაძლევს. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს წლებში მოხდება მეტი დაფინანსება და შევიძენთ ახალ მატარებლებს“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი ევროსთან გამყარდა

21.01.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1550 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6950 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1604 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა