მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7419 ლარი გახდა

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1833 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7419 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7419 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7234 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0185 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1833 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1695 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას - ინგა ფხალაძე

05.03.2026.18:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატი შეადგინოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. ინგა ფხალაძის თქმით, მთავრობამ გადახედა ენერგოგენერაციის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ ვადაგადაცილებულ მემორანდუმებს და სამშენებლო ნებართვებს და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა,   გააგრძელონ მუშაობა განახლებული ვადებითა და პირობითი საჯარიმო შეღავათებით, ან გაათავისუფლონ საპროექტო არეალები, რათა ახალმა ინვესტორებმა შეძლონ მუშაობის დაწყება. „ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ და სანდო დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ. 

მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან მაქსიმალურ ჰარმონიზებაზე.

რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობას. მან აქცენტი გააკეთა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი. ინგა ფხალაძის თქმით, ამ პროექტების მეშვეობით მოხდება საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია და სისტემის საერთო მდგრადობის ზრდა.

„ჩვენთვის რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება და მოიცავს უსაფრთხოებასაც. უფრო ურთიერთდაკავშირებული სისტემა უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, დაბალანსების მეტ ვარიანტს და მაღალ საიმედოობას. ის ეროვნული ბაზრებს რეგიონულ შესაძლებლობათა პლატფორმებად აქცევს და ამავდროულად აძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას. რეგიონული ინტეგრაცია აძლიერებს ბაზრებს, ხსნის გზას ინვესტიციებისკენ და უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის საიმედო მიწოდებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა