1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7015 ლარი გახდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1697 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7015 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7015 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6984 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1697 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1606 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ სფეროებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა
22.12.2025.18:14
„საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ერთად გამართა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დისკუსია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროების და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების ირგვლივ წარიმართა და ისეთი საკვანძო სექტორები მოიცვა, როგორიცაა - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გავუსვა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.
„საქართველო მზადაა, გადადგას აუცილებელი მოსამზადებელი ნაბიჯები და წინ წაწიოს პროცესი სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. შევთანხმდით, რომ ამ პროცესის დაჩქარება პრიორიტეტია და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, კომისიის სხდომის ფორმატში სერბ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარების შესახებ, ასევე განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
„ჩვენ ასევე მივესალმებით სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პლატფორმა იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის. მომავალში სერბ პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ველით და, ასევე, კონკრეტული შედეგების მიღწევას ყველა პრიორიტეტულ სფეროში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.