1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6208 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6208 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6164 ლარი იყო.
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0044 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8622 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8602 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 22 ივნისს შევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.17:00
საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა.
საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:
უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;
სომხეთი - 951.1 ტონა;
ირანი - 347.5 ტონა;
თურქეთი - 209.1 ტონა;
ნიდერლანდები - 124.1 ტონა;
საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.