1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4830 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4830 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4834 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებით 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7430 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.7377 ლარს შეადგენდა. ევროს ცვლილებამ 0.0053 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 9 მაისს შევა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.08.2025.17:00
საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა.
საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:
უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;
სომხეთი - 951.1 ტონა;
ირანი - 347.5 ტონა;
თურქეთი - 209.1 ტონა;
ნიდერლანდები - 124.1 ტონა;
საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.