1 აპრილი არის საწარმოთა და ორგანიზაციათა ქონების გადასახადის დეკლარირების ბოლო ვადა - შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი
საწარმოთა და ორგანიზაციათა ქონების გადასახადის დეკლარირების ბოლო ვადა 1 აპრილია. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ განაცხადა, უძრავ ქონებაზე (მიწის გარდა) გადასახადის გადახდაც ამავე ვადაში უნდა განხორციელდეს, ხოლო მიწაზე გადახდის ბოლო ვადა 15 ნოემბერია. მისივე თქმით, ქონების გადასახადი ეკისრებათ იმ კომპანიებს, რომელთა ბალანსზე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივები, მათ შორის შენობა-ნაგებობები, ტრანსპორტი და სხვა ძირითადი საშუალებებია აღრიცხული.
„1 აპრილი არის საწარმოთა და ორგანიზაციათა ქონების გადასახადის დეკლარირების ბოლო ვადა. რაც შეეხება გადახდას, უძრავ ქონებაზე გარდა მიწისა ეს გადახდის ვადა იგივე არის - 1 აპრილი. ხოლო მიწის ნაწილში დეკლარირების ვადა კი არის პირველი აპრილი, ხოლო გადახდის ვადა არის მიმდინარე წლის 15 ნოემბერი, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. ვინ არის ქონების გადასახადის გადამხდელი? საწარმო, ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ბალანსზე ძირითადი საშუალება, რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში იქნება ეს შენობა-ნაგებობა, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, აქტივების სხვადასხვა ინვენტარი, სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის - ბალანსზე რიცხულ ქონებაზე არიან ქონების გადასახადის გადამხდელი“, - განმარტავს ლევან დგებუაძე.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვა გვაძლევს მილიარდ-ნახევარი ლარის ინვესტიციის განხორციელების საშუალებას უშუალოდ ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების მოწესრიგების მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
05.04.2026.05:05