მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.4
0.0016
flag
AZN 1.5506
-0.0009
flag
CNY 38.883
-0.0036
flag
EUR 3.0128
-0.0019
flag
GBP 3.5292
-0.0098
flag
KZT 55.65
-0.007
flag
TRY 0.0561
0
flag
USD 2.6359
-0.0012
news banner

თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებში

news image
mbc image

თიბისიმ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან პარტნიორობით კიბერუსაფრთხოების მიმართულებით განათლების არაერთი პროექტი განახორციელა. კიბერუსაფრთხოების პროგრამები მიზნად ისახავდა საქართველოში ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეების პროფესიონალური უნარ-ჩვევებით აღჭურვას. 

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თიბისი IT აკადემიამ, WIC ინიციატივის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: 

TBCxWIC - Cybersecurity & SOC Fundamentals — პროექტი მიზნად ისახავდა ახალი შესაძლებლობების შექმნას ქალებისთვის, რომელთაც სურთ კარიერული განვითარება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ინტენსიური ბუთქემფ ფორმატის ტრენინგები ჩატარდა თიბისი IT აკადემიაში, სადაც 15 მონაწილემ სფეროს წამყვან ექსპერტებთან ერთად მიიღო, როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამოცდილება. 

TBCxWIC Advanced CyberSecurity — პროექტის ფარგლებში შემუშავდა ინტენსიური პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის. მიღებული ცოდნა კი უზრუნველყოფს მათ სიღრმისეულ ჩართულობას კიბერუსაფრთხოების გუნდებთან ყოველდღიურ საქმიანობაში. პროექტი წარმატებით დაასრულა 24-მა მონაწილემ. 

აღსანიშნავია, რომ TBCxWIC თანამშრომლობით, ასევე დაიწყო სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კურსდამთავრებულთა ნაწილმა უკვე დაიწყო სტაჟირება თიბისიში  და სხვა საფინანსო ინსტიტუციაში. 

 „თიბისი IT აკადემიამ, 5 წლის განმავლობაში, არაერთი პროგრამა განახორციელა საქართველოში ციფრული უსაფრთხოების, ცნობიერების ამაღლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების კუთხით. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოა. ერთობლივი პროგრამები, საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლების, ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა. განსაკუთრებით, კი ქალების ჩართულობა  ტექნოლოგიურ და კიბერუსაფრთხების მიმართულებებში" — თათა ანჯაფარიძე, თიბისი IT აკადემიის ლიდი. 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image სოფლის განვითარების სააგენტოს მიმდინარე პროგრამებით სარგებლობისათვის ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა

03.07.2026.17:09

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელია მათთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულია ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტში - „ფერმერთა რეესტრი“, - აღნიშნულია სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ სისტემას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად მოქმედი საწარმოების შესახებ. 

„რეგისტრაციისას ერთიან ელექტრონულ სისტემაში აისახება ბენეფიციარის შესახებ ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები მიწის ნაკვეთებისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ. 

რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში. მუნიციპალიტეტებში მოქმედი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების მისამართები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://rda.gov.ge/contact/contact)“, - აცხადებენ სააგენტოში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა