მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.4
0.0031
flag
AZN 1.5711
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0007
flag
EUR 3.1003
-0.0092
flag
GBP 3.5762
-0.0147
flag
KZT 55.17
-0.0047
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6708
-0.0008
news banner

თაღლითური შეთავაზებები ვაკანსიის სახით

news image

დღეს კიბერთაღლითები მიმართავენ სხვადასხვა სტრატეგიებს თქვენი ფინანსური ინფორმაციის მოსაძიებლად. უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირდა ჩვენთვის ახალი სცენარი - კიბერთაღლითებმა გადაწყვიტეს ვაკანსიებით მანიპულირება რომ ამგვარად მოიპოვონ თქვენი ფინანსური მონაცემები.

გარდა დღეს არსებული ტრადიციული, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი არხებისა, სადაც განთავსებულია ვაკანსიები და რომლებსაც მივმართავთ, შესაძლოა შეგხვდეთ დიდი კომპანიის სახელით განთავსებული ვაკანსიები, რომლებიც გთავაზობენ დღეში 4-6 საათის დისტანციურ სამუშაოს, რომელიც არ მოითხოვს არანაირ გამოცდილებას, განსაკუთრებულ უნარს თუ ტექნიკურ ცოდნას, ხოლო დღიური ანაზღაურება მერყეობს დღეში 100-200 ლარის ფარგლებში.

რა ნიშნებით უნდა განვასხვავოთ თაღლითური ვაკანსიის შეთავაზება?

  • სახლიდან გაუსვლელად მარტივი სამუშაო, რომელშიც შეუსაბამოდ/არაპროპორციულად  მაღალ ანაზღაურებას გთავაზობენ;
  • არ გთავაზობენ გასაუბრებას, არც თქვენ კვალიფიკაცია თუ გამოცდილების შესახებ გეკითხებიან;
  • ამ „ექსკლუზიური“ შეთავაზებით სარგებლობა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანს შეუძლია და სასწარფოდ გთხოვენ დარეგისტრირებას და მცირე თანხის გადახდას;
  • შესაძლოა პირდაპირ დაგეკონტაქტოთ რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებით და გითხრათ, რომ წარმოადგენს რომელიმე HR კომპანიას და თქვენთვის შესაფერისი ვაკანსია აქვთ, რომელიც ღიად არ ცხადდება და თქვენი კანდიდატურის გასათვალისწინებლად გთხოვონ ინტერნეტ-ბანკით რეგისტრაციას ან საბარათე მონაცემების გაზიარებას..

როგორ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ გავხდეთ მსგავსი და სხვა თაღლითური  შემთხვევის მსხვერპლი?

1. ყოველთვის გადაამოწმეთ ვაკანსია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მასთან პირდაპირ დაკავშირებით ღიად მისაწვდომ საკონტაქტო ნომერზე;

2. არასდროს გააზიაროთ და შეიყვანოთ საბარათე მონაცემები ვაკანსიაზე რეგისტრაციის სანაცვლოდ;

3. თუ HR კომპანიის სახელით გიკავშირდებიან, თქვენ თვითონ დაუკავშირდით HR კომპანიას და გადაამოწმეთ, რომ ნამდვილად მათი წარმომადგენელი დაგიკავშირდათ და არსებობს თუ არა ის დასახელებული ვაკანსია;

4. არ იმოქმედოთ იმპულსურად „მხოლოდ შეზღუდული დროით“ დასპონსორებული ვაკანსიის განაცხადზე რეაგირებით - თუ ის ზედმეტად სახარბიელოდ და თითქმის არარეალისტურად ჟღერს (ისეთ სამუშაოში, რომელიც ფაქტობრივად არანაირ სპეციალიზებულ უნარსა თუ გამოცდილებას არ მოითხოვს, ერთ საათში 100 თუ 200 ლარს არცერთი დამსაქმებელი არ გადაგიხდით).

5. არასდროს გააზიაროთ ინტერნეტ-ბანკის ან ბარათის მონაცემები სამუშაოს დაწყების დაპირების სანაცვლოდ. რეალური დამსაქმებელი არასდროს სთხოვს კანდიდატს თანხის გადახდას იმისათვის, რომ მისი კანდიდატურა განიხილონ ამა თუ იმ ვაკანსიაზე.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების უგულებელჰყოფით მაინც გახდით ამ თაღლითური შეთავაზების მსხვერპლი?

  • თუ ბარათის მონაცემები შეიყვანეთ უცნობ გვერდზე, სადაც მიგითითათ თაღლითმა,  უმალვე დაბლოკეთ ბარათი ინტერნეტ-ბანკით ან ბანკის ქოლ-ცენტრში დარეკვით და განაცხადეთ, რომ სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი ხართ.
  • განაცხადეთ სამართალდამცავ უწყებაში.
news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა

06.10.2025.12:41

ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის. 

ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ  განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?

ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.  

რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?

  1. მოწყობილობაზე აღარ გამოდის უსაფრთხოების განახლებები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე არსებული მოწყვლადობები ცნობილი გახდება კიბერთაღლიღებისთვის და ისინი კომპანიის საზიანოდ მათ გამოყენებას ეცდებიან.
  2. თუ მწარმოებელი განახლებებს აღარ უშვებს, მოწყობილობაზე აღმოჩენილი მოწყვლადობები მოუგვარებელია და უსაფრთხოების ზომები გატარებული არ არის. ეს არსებითად ზრდის ორგანიზაციაში კიბერშეტევის განხორციელების ალბათობას ვირუსის ან მავნე კოდის შეტანის სახით და უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ორგანიზაციის საქმიანობას და ფუნქციონირებას.

რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?

1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - 
დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!

2.   შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;

3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ; 

4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები

5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა