მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083.8
-0.0033
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.023
-0.0014
flag
EUR 3.1582
0.0074
flag
GBP 3.6408
0.0203
flag
KZT 50.43
0.0017
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7095
-0.0013

სადღესასწაულო მზადება და კიბერუსაფრთხოება

news image

წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დიდი დღესასწაულების მოახლოებისას, კიბერინციდენტები დაახლოებთ 30% -ით იზრდება. თაღლითები სწორედ იმ პერიოდში აქტიურდებიან, როდესაც საცალო სეგმენტში უამრავი სახარბიელო შეთავაზებაა და ყველას, ბუნებრივია, საუკეთესოს მიღება სურს. კიბერშეტევები როგორც ბიზნესებს/ორგანიზაციებს, ისე საცალო მომხმარებლებს ემუქრება, ორივე ერთი რისკის წინაშე დგას - ძირითად საფრთხეებს შორის კონფიდენციალური მონაცემების მოტყუებით მოპოვება, მავნე კოდის გავრცელება, ფაილების დაშიფრვა და განსაშიფრავად გამოსასყიდის მოთხოვნაა. 

დღეს, როცა თითქმის ყველა მაღაზიას და ბრენდს  განსაკუთრებულ შეთავაზებები აქვს, მომხმარებელში ხშირად ჩნდება შიში, რომ რაიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გამორჩება. ამ შფოთვის ფონზე ადამიანი ხშირად დაუფიქრებლად იღებს გადაწყვეტილებებს და ტყუვდება - გადადის საეჭვო ბმულზე, ჩამოტვირთავს ფაილს ან შეჰყავს პირადი მონაცემები ყალბ ვებსაიტზე და შედეგად თანხასაც კარგავს.

ფიშინგ (Phishing) შეტევის ტიპი კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ და უტყუარ იარაღად კიბერთაღლითებისთვის. ის საფრთხეს უქმნის როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე ორგანიზაციებს. ორგანიზაციების მოწყვლადობა მათ შორის გრძელი უქმეებითაა განპირობებული - საჭიროებისამებრ ინციდენტის საპასუხოდ ისეთი სწრაფი რეაგირება შეიძლება ვერ მოხდეს, როგორც ეს ჩვეულებრივ სამუშაო კვირის მანძილზე მოხდებოდა.

რა უნდა გაითვალისწინონ ამ პერიოდში ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირმა გაზრდილი რისკის თავიდან არიდების ან მისი ალბათობის შემცირების მიზნით:

ორგანიზაციებისთვის: 

  1. შეამოწმეთ, მოქმედია თუ არა ანტივირუსული პროგრამა ორგანიზაციაში 
  2. დააყენეთ განახლებები კრიტიკულ სისტემებზე
  3. თუ მანამდე არ გაგიკეთებიათ, აიღეთ კრიტიკული მონაცმების სათადარიგო ასლები და შეინახეთ სხვა სისტემაზე
  4. გადახედეთ წვდომებს (სისტემურს და ფიზიკურს), შეზღუდეთ არასაჭირო წვდომები
  5. განახორციელეთ აქტიური მონიტორინგი ქსელზე 

სადღესასწაულო საყიდლებით დაკავებული მომხმარებლებისთვის

  1. ყურადღებით იყავით შეთავაზებებთან და რეკლამასთან მიმართებით ვირტუალურ სივრცეში, ეცადეთ არ გადახვიდეთ ბმულზე უცებ ამომხტარი რეკლამიდან. თუ შეთავაზება ზედმეტად კარგად ჟღერს - ის დიდი ალბათობით ყალბია და მას გვერდი აუარეთ 
  2. ყოველთვის გადაამოწმეთ შეთავაზების სისწორე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე -დაუკავშირდით შეთავაზების ავტორს პირდაპირ მისი ოფიციალური არხების მეშვეობით და დარწმუნდით, რომ შეთავაზება რეალურია
  3. არ გამოიყენოთ დაუცველი ღია WIFI გადახდებისთვის
  4. შეძლებისდაგვარად ყველგან გამოიყენეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია, არაავტორიზებული წვდომის პრევენციისთვის
  5. პერიოდულად გადახედეთ საბანკო ამონაწერს 
news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა

06.10.2025.12:41

ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის. 

ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ  განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?

ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.  

რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?

  1. მოწყობილობაზე აღარ გამოდის უსაფრთხოების განახლებები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე არსებული მოწყვლადობები ცნობილი გახდება კიბერთაღლიღებისთვის და ისინი კომპანიის საზიანოდ მათ გამოყენებას ეცდებიან.
  2. თუ მწარმოებელი განახლებებს აღარ უშვებს, მოწყობილობაზე აღმოჩენილი მოწყვლადობები მოუგვარებელია და უსაფრთხოების ზომები გატარებული არ არის. ეს არსებითად ზრდის ორგანიზაციაში კიბერშეტევის განხორციელების ალბათობას ვირუსის ან მავნე კოდის შეტანის სახით და უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ორგანიზაციის საქმიანობას და ფუნქციონირებას.

რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?

1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - 
დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!

2.   შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;

3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ; 

4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები

5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა