მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ონლაინ გასართობი თამაშები და კიბერუსაფრთხოება

news image

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელსაც ერთხელ მაინც ვებგვერდიდან, მობილურ ტელეფონში ან სათამაშო კონსოლზე გასართობი ონლაინ თამაში არ უთამაშია .

ონლაინ და ვიდეო თამაშები საკმაოდ სახალისოა და ასევე ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან დაკავშირების შესაძლებლობასაც იძლევა. თუმცა, ამ ერთი შეხედვით უწყინარ გართობის ფორმას ახლავს თავისი საფრთხეები. ნებისმიერი ციფრული მომსახურებისა თუ პროდუქტის გამოყენების თანმხლები ნაწილია გარკვეული კიბერრისკები. ამ შემთხვევაში არც გასართობი ონლაინ თუ ვიდეო თამაშები წარმოადგენს გამონაკლისს, მით უფრო თუ გამოყენების მასშტაბს წარმოვიდგენთ. 

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ონლაინ გასართობი თამაშებისა და ვიდეოთამაშების მოთამაშეების რაოდენობა 2024 წლისთვის 3 მილიარდს გადააჭარბებს. ცხადია, ეს მასშტაბი ამ ინდუსტრიის მიმართ შეტევების რაოდენობაზეც აისახება, მათ შორის იმიტომ, რომ თამაშის დასაწყებად ხშირად ითხოვენ პროფილის შექმნას, პერსონალური მონაცემების გაზიარებასა და დამატებით ფუნქციის გასააქტიურებლად ან თამაშისთვის სპეციფიკური მონეტების შესაძენად - თანხის საბანკო ბარათით გადახდას, რომლის მონაცემების ხშირად რჩება დამახსოვებული მოთამაშის პროფილში, მის ანგარიშზე.

ამ ინფორმაციის თავმოყრის გამო ონლაინ გასართობი და ვიდეო თამაშის სფერო კიბერთაღლითებისთვის მიმზიდველია, რომლებიც ხშირად პოპულარულ თამაშებში თითქოს უწყინარ მოთამაშეებად გვევლინებიან.

დღეს ონლაინ ან ვიდეოთამაშში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ მოთამაშეებთან ერთად არის შესაძლებელი. თამაში მიმდინარეობს ერთ გუნდად და ფაქტობრივად, შეუძლებელია მოთამაშეებს შორის პოტენციური კიბერთაღლითის ვინაობის დადგენა.

ონლაინ და ვიდეოთამაშებთან დაკავშირებული ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს მოთამაშის პაროლისა და მომხმარებლის მონაცემების მოპარვა ან გამჟღავნება, დამახსოვრებული საბარათე მონაცემების მოპარვა, თამაშისთვის სპეციფიკური მონეტებისა და თამაშის პროცესში მოპოვებული ან შეძენილი აქტივების (გმირის ტანისამოსი, იარაღები და ა.შ.) მოპარვა, ფიშინგსა და მავნე კოდისა და ვირუსის გავრცელება.

  • აღნიშნული საფრთხეების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
  • გაააქტიურეთ მულტიფაქტორული ავთენტიფიკაცია ანგარიშზე და სათამაშო პროფილზე
  • ყველა მოწყობილობაზე სისტემატურად დააყენეთ განახლებები
  • არასდროს გააზიაროთ მოთამაშეებთან თქვენი მომხმარებელი და პაროლი, პერსონალური და საბარათე მონაცემები 
  • არასდროს გადმოწეროთ უცნობი წყაროდან თამაშში უპირატესობის მოსაპოვებლად ე.წ. cheat ან თამაშის სხვა დამხმარე დამატებები (ე.წ. add-on)
  • არ დაიმახსოვროთ საბარათე მონაცემები კონსოლში და ვებ-გვერდზე
  • თამაშები გადმოწერეთ მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან
  • თუ თამაშში არის chat-ის ფუნქცია, არასდროს დააჭიროთ იქ მოსულ ბმულებს და არ გააზიაროთ კონფიდენციალური ინფორმაცია.
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა

06.10.2025.12:41

ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის. 

ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ  განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?

ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.  

რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?

  1. მოწყობილობაზე აღარ გამოდის უსაფრთხოების განახლებები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე არსებული მოწყვლადობები ცნობილი გახდება კიბერთაღლიღებისთვის და ისინი კომპანიის საზიანოდ მათ გამოყენებას ეცდებიან.
  2. თუ მწარმოებელი განახლებებს აღარ უშვებს, მოწყობილობაზე აღმოჩენილი მოწყვლადობები მოუგვარებელია და უსაფრთხოების ზომები გატარებული არ არის. ეს არსებითად ზრდის ორგანიზაციაში კიბერშეტევის განხორციელების ალბათობას ვირუსის ან მავნე კოდის შეტანის სახით და უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ორგანიზაციის საქმიანობას და ფუნქციონირებას.

რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?

1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - 
დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!

2.   შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;

3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ; 

4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები

5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა