მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083.8
-0.0033
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.023
-0.0014
flag
EUR 3.1582
0.0074
flag
GBP 3.6408
0.0203
flag
KZT 50.43
0.0017
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7095
-0.0013

კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის

news image

შავი პარასკევის კვირეულით წლის ყველაზე აქტიური,  ექსკლუზიური შეთავაზებებითა და დიდი ფასდაკლებებით დატვირთული ვაჭრობის პერიოდი იწყება.

სწორედ ამ დროს აქტიურდებიან კიბერთაღლითებიც. ისინი სხვადასხვა თაღლითური სქემებით ცდილობენ მომხმარებლებისგან ფინანსური თუ სხვა ინფორმაციის გამოძალვას.

როგორ ვისარგებლოთ სარფიანი შეთავაზებებით უსაფრთხოდ და არ გავებათ კიბერთაღლითობის მახეში?

ეს რჩევები დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ფინანსები და ისიამოვნოთ ონლაინ ვაჭრობით:

1.       დაუკვირდით ყველა შეთავაზებას:  განსაკუთრებით ყურადღებით ვებ-გვერდზე ამომხტარ სარეკლამო შეთავაზებებთან დაკავშირებით იყავით, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. 

2.       გადაამოწმეთ საეჭვო შეთავაზება: თუ ელ-ფოსტაზე, ონლაინ ან სოცმედიაში მიღებული შეთავაზება დაუჯერებლად მიმზიდველია, ნივთის ან მომსახურების ფასი არარეალურად დაბალია, აღნიშნული შეთავაზების ნამდვილობა კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან უშუალოდ კომპანიასთან დაკავშირებით -  მაგალითად, ცხელ ხაზზე გადაამოწმეთ.

3.      შეცვალეთ პაროლი: თუ დიდი ხანია ელ-ფოსტაზე, სოცმედიის ანგარიშებსა თუ ონლაინ მაღაზიაში შესასვლელი პაროლი არ შეგიცვლიათ, ახლა საუკეთესო დროა 12-ნიშნა ძლიერი პაროლი დააყენოთ (გამოიყენეთ ფრაზები, მაღალი და დაბალი რეგისტრის ასოები და სხვადასხვა სიმბოლოები) და ანგარიში დამატებით ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გააქტიურებით დაიცვათ.

4.     დააყენეთ განახლებები თქვენს მოწყობილობებზე: აქტიური ონლაინ ვაჭრობის პერიოდს მომზადებული დახვდით და ყველა თქვენს მოწყობილობაზე ბოლო განახლება დააყენეთ, რათა ისინი ვირუსებისგან და მავნე კოდისგან მაქსიმალურად დაიცვათ.

5.       ბარათზე შეზღუდული ოდენობის თანხა განათავსეთ: ონლაინ ვაჭრობისთვის საბანკო ბარათზე მხოლოდ შეზღუდული ოდენობის თანხა განათავსეთ, თქვენი დანაზოგი კი სხვა ანგარიშზე შეინახეთ და ბარათზე საჭიროებისამებრ გადაიტანეთ. თუ საბარათე მონაცემები გაუფრთხილებლობით ყალბ ვებ-გვერდზე შეიყვანეთ და ისინი კიბერთაღლითისთვის ხილული გახდა, თქვენი ზარალი მხოლოდ ის მცირე თანხა იქნება, რომელიც ბარათზე გედოთ.

6.      ონლაინ ვაჭრობისას ნაცნობი, უსაფრთხო ვებ-გვერდებით ისარგებლეთ: მაქსიმალურად ეცადეთ ვაჭრობისას თქვენთვის კარგად ნაცნობი და შემოწმებული ონლაინ მაღაზიები გამოიყენოთ. თუ თქვენთვის ონლაინ მაღაზია უცნობია, თავად მოძებნეთ ნებისმიერ საძიებო სისტემაში და ამ მაღაზიის ოფიციალური გვერდით ისარგებლეთ.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები და უსაფრთხოდ ისარგებლეთ სადღესასწაულო შეთავაზებებით!

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

კიბერუსაფრთხოება
image განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის მართვა

06.10.2025.12:41

ტრადიციულად ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა და საქართველოს საბანკო ასოციაცია პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ თქვენი საქმიანობის კიბერუსაფრთხოებისთვის. 

ამ სერიას ბევრი ქართული კომპანიისთვის ნაცნობი საკითხით გავხსნით: როგორ შევამციროთ  განახლებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები? როგორ გამოვიყენოთ ისინი უსაფრთხოდ სრულ განახლებამდე?

ყველა პროგრამულ უზრუნველყოფას, ოპერაციულ სისტემას და მოწყობილობას რესურსის ამოწურვამდეც გასდის მოქმედების ვადა. იდეალურ შემხვევაში, ისინი უნდა ჩანაცვლდეს ახლით, თუმცა ხშირად რეალობა სხვაგვარია და კომპანიების უმეტესობა განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებას აგრძელებს.  

რა საფრთხის წინაშე არიან კომპანიები განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი მოწყობილობების გამოყენებისას?

  1. მოწყობილობაზე აღარ გამოდის უსაფრთხოების განახლებები, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მათზე არსებული მოწყვლადობები ცნობილი გახდება კიბერთაღლიღებისთვის და ისინი კომპანიის საზიანოდ მათ გამოყენებას ეცდებიან.
  2. თუ მწარმოებელი განახლებებს აღარ უშვებს, მოწყობილობაზე აღმოჩენილი მოწყვლადობები მოუგვარებელია და უსაფრთხოების ზომები გატარებული არ არის. ეს არსებითად ზრდის ორგანიზაციაში კიბერშეტევის განხორციელების ალბათობას ვირუსის ან მავნე კოდის შეტანის სახით და უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ორგანიზაციის საქმიანობას და ფუნქციონირებას.

რა უნდა მოიმოქმედონ ორგანიზაციებმა, რომლებიც სრულად ვერ ანაცვლებენ განახლებებისა და მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ მოწყობილობებს, ზემოაღნიშნული საფრთხეების შესამცირებლად?

1. პირველ რიგში შეადარეთ ვადაგასული მოწყობილობის გამოყენების შედეგად რეალიზებული რისკი მოწყობილობის განახლების/ჩანაცვლების ხარჯთან - 
დაგეგმეთ მოწყობილობების განახლება ეტაპობრივად. კიბერშეტევა გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე განახლება!

2.   შეამცირეთ კიბერშეტევის ალბათობა ამ მოწყობილობებზე წვდომების შეზღუდვით - ქსელური სეგმენტაცია, წვდომა მხოლოდ კონკრეტული წერტილიდან/არხიდან, მხოლოდ კონკრეტული ჯგუფისთვის და არასდროს დისტანციურად;

3. შეამცირეთ კიბერშეტევის მასშტაბი - მოწყობილობებზე დატოვეთ მხოლოდ აქტუალური სერვისები და მსგავსი მოწყობილობიდან კონფიდენციალურ/სენსიტიურ მონაცემებზე და სერვისებზე წვდომები შეზღუდეთ; 

4. დააყენეთ ორგანიზაციაში ანტივირუსული სისტემები და ქსელური ნაკადის ფილტრაციის ხელსაწყოები

5. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას გარე მომსახურე კომპანია მართავს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება მათაც მოსთხოვეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა