,,ზრუნვა + ‘’ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ექსკლუზიური შეთავაზება მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს
„ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მხოლოდ ლიბერთი ბანკის მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალურად შექმნილი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით - ,,ზრუნვა +’’
აღნიშნული შეთავაზება აერთიანებს როგორც ჯანმრთელობის სერვისებს, ისე სიცოცხლის დაზღვევას, უბედური შემთხვევისაგან დაზღვევას და კიბოს რისკისგან დაზღვევას.
„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთი ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, კოლაბორაციის ფარგლებში ქართულ ბაზარზე შემოვიტანეთ ხელმისაწვდომი და ამასთანავე საზოგადოებისთვის საჭირო ერთობლივი პროდუქტები. ჩვენი პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ სადაზღვევო სისტემაში მეტი მოქალაქის ჩართვას. ამ მიმართულებით, ლიბერთი ბანკთან პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვსურს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და ექსკლუზიურად, ლიბერთი ბანკის მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობას კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდის ხელმისაწვდომს. რადგან, ბევრს არ მიუწვდება ხელი მაღალი დონის ჯანმრთელობის დაზღვევაზე, ამ ერთობლივი პროექტით, ლიბერთის მომხმარებლები, მინიმალურ ფასად შეძლებენ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება და კიდევ ბევრ სიახლეს და ინოვაციურ პროდუქტს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“- გურამ მუსხელიშვილი, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორი.
,,ლიბერთი აგრძელებს უნივერსალიზაციის სტრატეგიას და მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. ამასთანავე, პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ჩვენს მომხმარებელზე ზრუნვა და სწორედ ამ მიზნით, ჯიპიასთან თანამშრომლობით შეიქმნა ახალი, ინოვაციური, სადაზღვევო პროდუქტი.
ლიბერთი ბანკმა შეისწავლა მომხმარებლების საჭიროებები და ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი მუშაობით, სწორედ მომხმარებლებზე ორიენტირებული და ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეთავაზება ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ,,ზრუნვა +“ შეიქმნა.
“ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სერვისი, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეიდან ლიბერთის მომხმარებლები, მიიღებენ უფასო მომსახურებას ოჯახის ექიმთან, ფასდაკლებებს ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებზე, ასევე დამატებით შეღავათებს სტომატოლოგიურ მომსახურებასა და სააფთიაქო ქსელებში. ვიმედოვნებთ, ჩვენი მომხმარებლები, საბანკო სერვისებთან ერთად, სამედიცინო სერვისებით, კიდევ უფრო მარტივად, ხელმისაწვდომად და ხარისხიანად ისარგებლებენ”- ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 24 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური დაზღვევის სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ის ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.
ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.13:47
კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში ინოვაციური პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების განვითარებაა.
ამჯერად, „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით Optio-ს CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.
Optio-ს პლატფორმა კრისტალს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.
„საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაში. იმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკას. სწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მ — მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.
როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“
კრისტალის სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.
კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.
პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია — ტექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა და ინოვაციების დანერგვაში.