ჟინს სწავლა სწყურია - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
ჟინი მუდმივი მოძრაობაა, ჟინი სწრაფვაა, ჟინი ძალაა, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება.
გური ბოჭორიშვილი აბიტურიენტია ქუთაისიდან, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულში, ინგლისურსა და მათემატიკაში უმაღლესი ქულები მიიღო.
როგორც ამბობს, „ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ დაბრკოლებების მიუხედავად, არ გავჩერებულვარ. ვცდილობ, მიზნების მისაღწევად, თავდაუზოგავად ვიშრომო, რადგან მუდმივი ძალისხმევა ყოველთვის ფასდება”.
„ჟინი მაძლევს ძალას, რომ ჩემი გზა თავად შევქმნა“.
სწორედ ასეთი ახალგაზრდების გვერდით დგას საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი. ფინანსური ინსტიტუტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და 500 000-მდე მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალისა და მასწავლებლისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს.
გური ხშირად სტუმრობდა საქართველოს ბანკის ინოვაციურ ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს, სადაც მას შემეცნების ახალი სივრცე ხვდებოდა. თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით, კომპიუტერით, პროექტორით და STEM კუთხით - ყველაფრით, რაც განათლებასა და შემეცნებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, გური სწავლობდა საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში. აქ თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებდა პრაქტიკულ გამოცდილებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. STEM სკოლა უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს, სადაც ერთწლიანი კურსი 800-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია კი 150-ზე მეტმა მიიღო.
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს.
განათლების გზაზე არ გაჩერდე.
https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/631393833374878/?rdid=DhPcm5LK1K2dFTN5
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
17.09.2025.14:00
ქართული სატვირთო ავიაკომპანია Geosky Airlines სატრანსპორტო ქსელის გაფართოებას განაგრძობს. ავიაკომპანია, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შუალედური დაჯდომით ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას, ახალ ჩინურ მიმართულებას ამატებს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისი-ჩუნცინის მიმართულებით პირველი საინაუგურაციო რეისი 13 სექტემბერს წარმატებით შესრულდა.
„აღნიშნული რეისი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების გაფართოების პროცესში“, — აცხადებენ Geosky Airlines-ში.
დღეისათვის Geosky Airlines ჩინეთსა და ევროპას შორის კვირაში რამდენიმე სიხშირით ოპერირებს. ავიაკომპანია ჩინეთის სამი ქალაქიდან ევროპაში სამი მიმართულებით ასრულებს სატვირთო რეისებს.
Geosky Airlines სატვირთო ავიაპარკის გაფართოებაზეც ინტენსიურად მუშაობს. აგვისტოში ავიაკომპანიის საჰაერო ფლოტს Boeing 767-300 ტიპის ახალი სატვირთო თვითმფრინავი შეემატა. როგორც ავიაკომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია Geosky Airlines-ის ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებისა და გლობალურად სანდო, ეფექტიანი და მაღალი ხარისხის საჰაერო ტვირთმომსახურების უზრუნველყოფის გზაზე.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი-ს (Airline Geo Sky) ბალანსზე რეგისტრირებულია 5 საჰაერო ხომალდი — საუბარია თვითმფრინავებზე, რომელთა ექსპლუატანტიც სწორედ ეს ავიაკომპანიაა.