მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

ჟინისა და წარმატების ტკბილი ისტორია - საქართველოს ბანკი „შოკოტელას“ პარტნიორია

news image

საავიაციო ინდუსტრიაში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, მარიამ კაპანაძემ საკუთარი თავი ხელახლა აღმოაჩინა. რაღაც ახლის დაწყების, დიდი ცვლილების სურვილითა და ჟინით, იპოვა საქმე, რომელმაც უდიდესი სიყვარული და სიამოვნება მოუტანა. ხელოვნებითა და კულინარიით ბავშვობიდან იყო გატაცებული, 5 წლის წინ კი ეს ორი სფერო ერთმანეთს დაუკავშირა, შედეგად კი ხელნაკეთი არტ შოკოლადების ბრენდი შექმნა, რომელმაც მომხმარებლებს თავი მალევე შეაყვარა. ეს იყო ტკბილი ისტორიის დასაწყისი, რომელსაც დღეს „შოკოტელა“ ჰქვია.

პირველი ნაბიჯის შიში და დიდი გამბედაობა

იდეის განხორციელება მარტივი არ ყოფილა. მარიამისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დაწყების შიში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი პროდუქტის ხარისხის სჯეროდა, მაინც ეშინოდა, როგორ მიიღებდა მას საზოგადოება. ეს შიში აჩერებს ბევრ ახალბედა მეწარმეს და ხელს უშლის, პირველი ნაბიჯი გადადგას. თუმცა, მარიამმა დაძლია იგი და „შოკოტელა“ საზოგადოებას წარუდგინა.

გამოწვევები და წარმატების ფორმულა

დაწყების შემდეგ ახალი გამოწვევები გამოჩნდა. ინვესტიციების მოძიება, თანამოაზრეების პოვნა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვიდრება ნებისმიერი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი, მაგრამ რთული ამოცანებია. მარიამის თქმით, ამ გზაზე მთავარია:

„არ შეუშინდე უარს. წარუმატებელი მცდელობები და უარყოფითი გამოცდილება არ უნდა მოქმედებდეს თქვენზე. გიყვარდეთ საკუთარი საქმე იმდენად, რომ ამგვარი პრობლემები უბრალოდ გაიაროთ.“

მარიამს მიაჩნია, რომ წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა არ კმარა. 

„საჭიროა გქონდეს დიდი ოცნებები და მიზნები, რაც ყოველდღიურად დიდ მოტივაციას მოგცემს რთულ დღეებშიც კი.“

როცა საქმეს სიყვარულით აკეთებ, ის არა მხოლოდ შემოსავლის წყარო, არამედ სიხარულის მომტანიცაა. სიყვარულთან ერთად კი დისციპლინა და დროის ფასის გააზრებაც უნდა გახდეს ყოველდღიური რუტინის ნაწილი. 

„სფეროს ძლიერმა სიყვარულმა დამაწყებინა 5 წლის წინ საქმის კეთება და მომიყვანა დღევანდელ დღემდე - ამ გზაზე სიყვარულთან ერთად დიდი როლი აქვს დისციპლინასა და დროის ფასის გააზრებას”, - ამბობს მარიამი.

მარიამისა და „შოკოტელას“ ამბავი გვაჩვენებს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ მონდომება, დისციპლინა და საკუთარი ოცნებებისადმი ერთგულებაა საჭირო. მარიამი, რომელიც თავიდან თვითდასაქმებული იყო, ახლა გუნდის შექმნაზე, გაფართოებასა და წარმოების გაუმჯობესებაზე ოცნებობს. 

ეს არის ამბავი გამოწვევების დაძლევისა და სურვილების ასრულების დაუსრულებელი ჟინის შესახებ.

"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „შექმნილია შენთვის - ოძეკის სტანდარტებით“ – „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი მასშტაბური კამპანია

17.09.2025.17:55

ინოვაცია, იაპონური სიზუსტე და ქართული მრავალფეროვნება - ამ პრინციპებს აერთიანებს „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კამპანია, რომელმაც მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის არა მხოლოდ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის, არამედ ქართულ-იაპონური ისტორიის წარდგენაც. 

Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი ერთდროულად არის ეკომეგობრული და მძლავრი, ელეგანტური და უნივერსალური, უსაფრთხო და თავისუფალი. ავტომობილი საკუთარ დიზაინსა და ტექნიკურ მხარეში აერთიანებს იმ მრავალფეროვნებას, რომელიც ძალიან ჰგავს საქართველოს - ზღვისა და მთის სინთეზი, ქალაქის დინამიკა და ველური ბუნების თავისუფლება, ტრადიციის სიღრმე და ამავდროულად თანამედროვე ცხოვრების სტილი. ქართველებს უყვართ უკიდურესობები... კამპანიის მთავარი შინაარსიც სწორედ მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ კამპანიაზე კრეატიულ სააგენტო Quick-თან ერთად იმუშავა.  

კამპანიის მთავარი სახეა ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი — ქართველი ოძეკი, რომლის კარიერა და ცხოვრება იაპონურ-ქართული კავშირის ნამდვილი სიმბოლოა. კამპანიის მთავარ ვიდეორგოლში იაპონელ ინჟინრებს პირადად ტოჩინოშინი უზიარებს ქართველების საჭიროებებს: „ქართველებს სჭირდებათ ავტომობილი, რომელიც ჩვენს მრავალფეროვნებას მოერგება და ამავდროულად იაპონური სულით იქნება დამუხტული“.

Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი სწორედ კამპანიის ვიდეოში გაჟღერებულ მოთხოვნებზეა აგებული. ის საშუალებას გაძლევს ქალაქში ელექტროენერგია გამოიყენო, ხოლო შორ მანძილზე გადაადგილებისას ჰიბრიდულ რეჟიმზე გადახვიდე. ავტომობილი აერთიანებს ეკომეგობრულობას, 327 ცხენის ძალას, SUV კლასის სიმტკიცესა და იაპონური ინჟინერიის გამორჩეულ სიზუსტეს. 

თუმცა კამპანიის მთავარი მესიჯი ტექნიკურ მონაცემებს სცდება. აქცენტი გაკეთებულია უნივერსალურობასა და იდეალურობაზე, კერძოდ, იმ ასპექტზე, რამდენად ზუსტად ერგება ავტომობილი ადგილობრივ საჭიროებებს. ასევე იმ  მრავალფეროვნებაზე, რაც ქართულ ყოველდღიურობასა და ცხოვრების სტილს თან ახლავს. 

„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ვფიქრობ, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასეთი ინიციატივები აძლიერებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ურთიერთგაგებას და ქმნის ერთგვარ ხიდს, რომელიც აერთიანებს კულტურას, ინოვაციასა და საერთო სულისკვეთებას“, - აღნიშნავს ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი.

„მაზდა ცენტრი თეგეტასთვის“ კამპანია მხოლოდ ახალი მოდელის ავტომობილის წარდგენასა და ტექნოლოგიურ სიახლეს კი არა, ბრენდის სწორად პოზიციონირებას და მისი იაპონური ფესვების წარმოჩენას ემსახურება. ის მრავალფეროვანი კონტენტისგან შედგება, სადაც იაპონური ინოვაცია და ქართული ხასიათი ერთობლივ კომბინაციაში მოდის. 

ვიდეორგოლში ტოჩინოშინი აცნობს იაპონელ ინჟინრებს ქართველების საჭიროებებს, ხოლო ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ პრინტ-სერიაში CX-60-ის უნარები „სარკისეულ ისტორიებში“ ცოცხლდება, რაც ხაზს უსვამს ავტომობილის მრავალფეროვნებასა და მისი უნარების სრულყოფილებას. თითოეული კადრი წარმოაჩენს მოდელის ეკონომიურობასა და სისწრაფეს, სიმტკიცესა და კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ელეგანტურობას, აჩვენებს, რომ მაზდას ახალი მოდელი მთლიანობაში არის როგორც უნივერსალური, ისე იდეალური, ქალაქის პირობებშიც და შორ მანძილზე მოგზაურობისასაც.

საბა მჭედლიშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდის წარდგენა საშუალებას გვაძლევს, ქართველ საზოგადოებას არა მხოლოდ ახალი მოდელი გავაცნოთ, არამედ ვაჩვენოთ ისტორია, რომელიც მრავალფეროვანი და საინტერესოა. ეს ამბავი ქართულ-იაპონური ურთიერთობის, კულტურის, ტექნოლოგიისა და ინოვაციის შესახებაა. ამ ისტორიაში მთავარ როლს კი ტოჩინოშინი ასრულებს — ის კულტურული ხიდია ორ ქვეყანას შორის და გვახსენებს Mazda-ს იაპონურ ფესვებს, რომლებიც იდეალურად ერგება ქართულ ყოველდღიურობას. 

აღსანიშნავია, რომ Mazda CX-60 პირველი დამუხტვადი ჰიბრიდია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის საშუალო ზომის SUV-ია, რომელიც შეფერხებების გარეშე მთელი საქართველოს მასშტაბით ყველგან მიგიყვანს, ეს გახლავთ ის მთავარი ხაზი, რომელიც კამპანიის ღერძად ვაქციეთ“.

ავტომობილი ერთი დამუხტვით 76 კმ-მდე გადის; 0%-100% დამუხტვა 2 საათსა და 20 წუთშია შესაძლებელი, ხოლო 20%-80% -ით - 1 საათსა და 30 წუთში.

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ ახალი კამპანია გამორჩეულია იმითაც, რომ ერთდროულად ბიზნესსა და კულტურულ სივრცეს აერთიანებს. ის ქმნის ისტორიას, სადაც ქართული მრავალფეროვნება და იაპონური სიზუსტე ერთმანეთს ავსებს. კამპანიის სლოგანი — „შექმნილია შენთვის ოძეკის სტანდარტებით“ — კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ Mazda CX-60 დამუხტვადი ჰიბრიდი არის უკიდურესობებით გაჟღენთილი ავტომობილი, რომელიც უნივერსალურია ქართველებისთვის. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და სერვისსაც სთავაზობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა