ჟინის წარმატება გარდაუვალია: გაიცანი ლუკა ხუნდაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს, სწორედ ამიტომ, ბანკი 2013 წლიდან CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. ინიციატივის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულებს ასახელებს და მათ დიდ ბრიტანეთში სასურველ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისა და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს სრულად უფინანსებს.
წელს CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაში საქართველოს ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი ლუკა ხუნდაძე გახდა.
ლუკა მეწარმეობისა და ინოვაციების ერთწლიან სამაგისტრო კურსს ლონდონში, ბირბეკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით გაივლის. ლონდონში ცხოვრებისთვის ყველა საჭირო ხარჯს კი საქართველოს ბანკი დაფარავს. ლუკამ საკუთარი გამოცდილება, სამომავლო გეგმები და რჩევები გაგვიზიარა.
ლუკა სარეკლამო სააგენტო Quick-ის თანადამფუძნებელია. როგორც თავად გვიყვება, CHEVENING-ის კონკურსანტობა რაღაც კუთხით ამ სფეროში მუშაობას ჰგავს:
„ჩემი საქმიანობა მეწარმეობასა და მარკეტინგთან ერთდროულად მაკავშირებს. ორივე სფეროში წარმატება ძალისხმევაზე, ჟინზე, სიჯიუტეზეა დამოკიდებული, მაგრამ რჩება რაღაც ნაწილი, რომელშიც უნდა გაგიმართლოს. Chevening-ის კონკურსიც კრეატიულ ინდუსტრიას ჰგავს, აქაც წარმატების დიდი წილი დისციპლინაზეა დამოკიდებული, რამდენ დროს დაუთმობ ესეს რამდენჯერმე გადაწერას, ინტერვიუს მოდელირებას. თუმცა, რამდენჯერაც უნდა გაიმეორო ეს ყველაფერი, მაინც რჩება რაღაც ნაწილი, სადაც უნდა გაგიმართლოს“.
შეუპოვარი შრომის მიუხედავად, ლუკა თავდაპირველად სტიპენდიატების რეზერვში მოხვდა. ეს იყო მომენტი, როცა გული ყველაზე მეტად დაწყდა.
„რეზერვში რომ მოვხვდი, გული დამწყდა, თუმცა მარტივად მივიღე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთე და მომავალში აუცილებლად ვცდიდი კიდევ. იმედგაცრუების მერე რომ გავიგე, რეზერვიდან გამარჯვებულთა სიაში გადავინაცვლე, სულ სხვანაირად ამაღელვებელი შეგრძნება მქონდა“.
ჩივნინგის ერთ-ერთი თემა სამომავლო გეგმების შესახებაა. ამიტომ ყველა აპლიკანტს აქვს ხედვა, როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას საკუთარ ქვეყანაში. ლუკას სურს, ბრიტანული სტანდარტები ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს და მარკეტინგული და სტარტაპ ეკოსისტემების განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
CHEVENING-ის მომავალ კონკურსანტებს ლუკამ საინტერესო რჩევებიც გაუზიარა:
„ყველას ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ ციფრული პლატფორმები, უყურონ სტიპენდიატების ვიდეოებს YouTube-ზე, სადაც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. Chevening-ის მიზანია, იპოვოს ადამიანები, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში შეიტანენ წვლილს. დრო და სიტყვების რაოდენობა კი შეზღუდულია, ამიტომ სულ 1200 სწორი და საჭირო სიტყვა უნდა იპოვო და ისე მოჰყვე ამბავს. პროცესი რთულია, მაგრამ საინტერესო. აუცილებლად ყველამ უნდა სცადოს ბედი, ვისაც საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურს“.
ირწმუნე საკუთარი თავის
CHEVENING-ის პროგრამა მომავალ ლიდერებს ეძებს, შეუჩერებლებსა და მიზანდასახულებს. თუ შენც გიფიქრია, რომ სხვების ცხოვრების გაუმჯობესება შეგიძლია და გინდა, უკეთესი ცოდნა და გამოცდილება დააგროვო, აუცილებლად გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით.
მთავარია, იყო ამბიციური და არ გეშინოდეს მარცხის. გახსოვდეს, რომ ჟინმა განათლების გზაზე გაჩერება არ იცის და ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც არ ჩერდება.
ინფორმაციისთვის, ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
სხვა სიახლეები
18.09.2025.16:22
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი იქომერს ასოციაცია საქართველოს პარტნიორია, რომლის ორგანიზებით, 31 ოქტომბერს, თბილისში, “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” ყოველწლიური ღონისძიება - eCommerce Day Georgia 2025 ჩატარდება.
eCommerce Day Georgia უკვე მესამედ იმართება და იგი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ბრენდებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ცოდნის გაზიარებისა და ახალი პროფესიული კავშირების დამყარების პლატფორმად იქცა.
წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ ისეთი გლობალური კომპანიების წარმომადგენლები, როგორებიცაა: Amazon Web Service, Avianca, IE Tech School, Visa და ა.შ. ისინი ელექტრონული კომერციის სფეროს სიახლეებზე, ინოვაციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია:
„ელექტრონული კომერცია დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სექტორია და ჩვენი მისიაა, საქართველოში ამ მიმართულებას ახალი სიჩქარე და ენერგია შევძინოთ. „იქომერსის დღე“ უნიკალური პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილებას ერწყმის და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაეცნონ იმ ბრენდების ისტორიებსა და სტრატეგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ გლობალურ ტენდენციებს და წყვეტენ ინდუსტრიის მომავალს,” - ამბობს იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე ლადო კანდელაკი.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ წვდომა იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც გლობალურ დონეზე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს eCommerce Day Georgia 2025-ს, რადგან მსგავსი პლატფორმები ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, გაიგოს, როგორ შეიძლება ინოვაციები და ხელოვნური ინტელექტი გახდეს მათი განვითარების რეალური ბერკეტი”, - ამბობენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების მთავარი პარტნიორია: საქართველოს ბანკი ბიზნესი
ინოვაციების პარტნიორია: Visa
პარტნიორები არიან: Amazon Web Service; Aversi; BDO Digital; Elit Electronics; Glovo; IE Tech School; Web Features…
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.