მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.3
0.0033
flag
AZN 1.5938
-0.0003
flag
CNY 38.041
-0.0036
flag
EUR 3.1407
-0.0068
flag
GBP 3.6085
-0.0175
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0
flag
USD 2.7105
-0.0005

ჟინი, რომელმაც „წერტი“ შექმნა - საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია

news image

წარმატებული ბიზნესიდეა ზოგჯერ კონკრეტული პრობლემის პასუხად ჩნდება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ბიძინა გონაშვილის „წერტის“ დამფუძნებლის ისტორია ასეთია.

ყველაფერი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. ბიძინასა და მის მეგობრებს საკვების საწარმო ჰქონდათ, რომელიც ფერმერებს კომბინირებულ საკვებს აწვდიდა. თუმცა, ფერმერებს პროდუქციის რეალიზაცია და, შესაბამისად, თანხის გადახდა უჭირდათ. ბიძინამ და მისმა მეგობრებმა მარტივად დაინახეს პრობლემაც და გამოსავალიც: მათ გახსნეს მაღაზია, სადაც ფერმერებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის საშუალება მიეცათ.

სახელი „წერტი“ შემთხვევით არ შერჩეულა. ბიძინამ გაიხსენა, რომ მის სოფელში არსებობდა ადგილი, რომელსაც „წერტის მოსახვევი“ ერქვა და სადაც ძველად სოფლის პროდუქცია იყიდებოდა. ამ ისტორიულმა კონცეფციამ საწყის იდეას სიღრმე და უნიკალურობა შესძინა - ასე გაერთიანდა წარსულის გამოცდილება, აწმყოს პრობლემა, მომავლის ხედვა და გაჩნდა „წერტი“.

გამოწვევები და შეუპოვრობა

იდეის რეალურ ბიზნესად ქცევა ემოციური თუ ფიზიკური დაბრკოლებების გარეშე არ არსებობს. „წერტისთვის“ პირველი დიდი დაბრკოლება პანდემია აღმოჩნდა, რომელმაც სრულად შეცვალა დღის წესრიგი და ახალ რეგულაციებზე მორგება მოუწია.

„ბევრი გვეუბნებოდა, რომ გავჩერებულიყავით, თუმცა ვფიქრობ, ძალიან სწორად მოვიქცეთ, როცა არა თუ გავჩერდით, ახალი ფილიალი გავხსენით.“

ბიძინას თქმით, ყველა ბიზნესიდეასა და მის სისრულეში მოყვანას უნიკალური გამოცდილება ახლავს თან. ამიტომ, ყველა ახალი წამოწყებისას გულწრფელი და ღია გაზიარება ეხმარება:

„რაც უნდა წინასწარ გათვალოთ მოსალოდნელი რისკები ან პრობლემები, რეალობაში სულ სხვა სურათი დაგხვდებათ - გამკლავებისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ შთაგონება და ჟინი.“

„წერტის“ მთავარი გამოწვევა პირველადი ემოციური მუხტისა და დისციპლინის შენარჩუნებაა.

„ხშირად არის მომენტები, როცა ვფიქრობთ, ღირდა კი ეს ყველაფერი ამად? სხვანაირად ცხოვრება არ შეგვიძლია და კი, რა თქმა უნდა, ღირდა და ღირს.“

დღეს „წერტი“ ფერმერებს აძლევს საშუალებას, საკუთარი პროდუქცია გაყიდონ, მომხმარებელს კი - ხარისხიანი სოფლის პროდუქტი შეიძინონ. კომპანია უწყვეტად ვითარდება და მომავალში სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვას გეგმავს.

„წერტის“ ამბავი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სირთულეები წარმატების საწყისად შეიძლება იქცეს, თუკი მათ გაბედულებას, ჟინს და შეუპოვრობას დავახვედრებთ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მობაილბანკი - აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობაში აუცილებლად გჭირდება

23.10.2025.12:36

ბევრს მოგზაურობ თუ ცოტას, მნიშვნელობა არ აქვს. შენთვის, მოგზაურობა მარტივი, თავისუფალი და სასიამოვნო გამოცდილება უნდა იყოს, რომელშიც ყოველდღიური მცირე დეტალები ხელს არ შეგიშლის. თიბისის მობაილბანკი საბანკო სერვისებზე სრულ წვდომას შენი მობილურიდან გაძლევს და ნებისმიერ ოპერაციას სულ რამდენიმე წამში ასრულებ - მარტივად. 

როგორ გავიმარტივოთ მოგზაურობა მობაილბანკით?

30-ზე მეტი ვალუტის გაცვლა - თიბისის მობილური აპლიკაციით 30-ზე მეტი ვალუტის გაცვლა პირდაპირ ტელეფონიდან, რეალურ დროში განახლებული კურსით შეგიძლია.

სრული, გამარტივებული კონტროლი ბარათებზე - თიბისის მობაილბანკით ბარათის დაბლოკვა ან განბლოკვა ერთ შეხებით შეგიძლია. რადგან საზღვარგარეთ შენს მობილურ ნომერზე წვდომა ხშირად არ გაქვს, აპლიკაცია შესაძლებლობას გაძლევს, რომ მოწყობილობა სანდო გახადო და მობაილბანკში  ყოველ ჯერზე SMS კოდის შეყვანის გარეშე Face ან Finger ID-ით შეხვიდე. 

მომენტალური გადახდები და დაზღვევა - სამოგზაურო დაზღვევა საზღვარგარეთ ყველა გასვლის აუცილებელი პირობაა, თიბისის მობაილბანკით მისი გააქტიურება უშუალოდ აპლიკაციიდან რამდენიმე წამში შეგიძლია. კომფორტული გადახდებისთვის თიბისის ნებისმიერ ბარათს ციფრულ საფულეში დაამატებ და სწრაფად, უსაფრთხოდ და ნაღდი ფულის გარეშე გადაიხდი. 

სპეციალური შეთავაზებები კონცეპტის მომხმარებლებს - თუ მოგზაურობამდე თიბისი კონცეპტის მომხმარებელი გახდები, აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომას მიიღებ, რომლითაც ფრენის ლოდინი კიდევ უფრო კომფორტული და მარტივი იქნება. 

გადმოწერე თიბისის მობაილბანკი გამარტივებული მოგზაურობისთვის და მიიღე წვდომა ყველა საბანკო სერვისზე შენი მობილურიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

  

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა