ჟინი ყველაფერს შეგაძლებინებს, მთავარია ოპოვო და არსად გაუშვა- ლაშა გურულის გზას ოლიმპიური მედლიდან პროფესიულ რინგამდე საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
სპორტში ყველაზე მთავარი არ გაჩერება, თვითდისციპლინა და შეუპოვრობაა. ყოველ შემთხვევაში, ლაშა გურულის წარმატების ფორმულა სწორედ ამას ამტკიცებს, რადგან მისი ჟინი 7 წლიდან უწყვეტ მოძრაობაშია.
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებიდან, ოლიმპიური თამაშებიდან მედლის გარეშე არ დაბრუნებულა. თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი პროფესიონალი მოკრივის გზა დიდ წარმატებამდე მარტივი არ ყოფილა. ზოგჯერ არც სათანადო პირობები ჰქონდა, არც საჭირო რესურსი, მაგრამ მთავარი არასდროს დაუკლია: სურვილი, შრომა და ჟინი. ჟინი იმისა, რომ პროფესიულ კრივში მის სათქმელს აუცილებლად იტყოდა.
გზის სირთულეები
“7 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ჩემი გზა ოლიმპიური კრივით უნდა დაწყებულიყო. გზა მარტივი არ ყოფილა. 2016 და 2020 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ვერ მოვხვდი. მაგრამ არ გავჩერდი. ვცდილობდი ყველა დამარცხებიდან რაღაც მესწავლა.“- ამბობს ლაშა გურული.
ამ ყველაფრის ფონზე ბევრს არ სჯეროდა, რომ ლაშა წარმატებას მიაღწევდა. მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მას გაჩერებას ან სხვა გზით სვლას ურჩევდნენ. თუმცა მოპოვებული გამარჯვებები აძლევდა მას ძალას, თავდაუზოგავი ვარჯიშით ოლიმპიადაზე მოხვედრა შეძლებოდა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 22 წლამდელთა ასაკობრივ ჯგუფში, რუმინეთის ქალაქ ტირგუ-ჟიუში გამართულ ჩემპიონატზე, ოქროს მედლის მოპოვება იყო.
გარდატეხა - “2024, პარიზი”
2024 წელს დაუოკებელმა ჟინმა მაინც მიაღწია დასახულ მიზანს. ქართველმა სპორტსმენმა, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა და ოლიმპიადის საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა.
მოპოვებული გამარჯვება, ქართველი გულშემატკივრებისთვის ოქროს მედლის ტოლფასიც კი იყო, რადგან მათ კარგად იცოდნენ თუ რა გზა გაირა მოკრივემ დიდ გამარჯვებამდე.
“2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ამის შემდეგ კი შედგა დებიუტი პროფესიულ კრივში. ეს კი ამტკიცებს იმას, რომ ჟინი ყველაშია, მთავარი მიაგნო და მერე აღარასდროს გაუშვა.“
პროფესიული რინგი, უემბლი
ოლიმპიური წარმატების შემდეგ, ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში გადაინაცვლა. კერძოდ, ერთ-ერთ ყველაზე პერსტიჟულ და ისტორიულ უემბლიზე, ნოკაუტით დაამარცხა მოწინააღმდეგე 100 000 მაყურებლის წინაშე.
პროფესიული რინგი სრულიად ახალ ეტაპს ნიშნავს. რადგან ამ დროს სპორტსმენი ბრძოლის გარდა მზად არის ახალი კონტრაქტებისთვის, უზარმაზარი აუდიტორიისთვის, შოუს დადგმისთვის, მედიის და გულშემატკივრების ყურადღებისთვის. და, რაც მთავარია, მიმართულია იმისკენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.
აღსანიშნავია, რომ უემბლის რინგი განსაკუთრებულია თავისი ზომით, ისტორიული მატჩებითა და მაყურებლის სიმრავლით. აქ გამოსულან ისეთი ცნობილი მოკრივეები როგორებიცაა: Anthony Joshua, Wladimir Klitschko, Tyson Fury და Dillian Whyte. შესაბამისად, მათ გვერდით ქართველი მებრძოლის სახელი გაცილებით ბევრს ნიშნავს.
ლაშა გურული არ აპირებს გაჩერებას. არაერთ გამარჯვებასა და მედლებთან ერთად, მას უკვე აქვს ოლიმპიური ბრინჯაო, დებიუტი პროფესიულ კრივში და ნოკაუტი უემბლიზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც თავად აღნიშნავს:
წინ, მესამე პროფესიონალური ბრძოლაა. ვერაფერი გამაჩერებს, სანამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მთავარი არგაჩერების ჟინია.
საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
24.11.2025.12:28
21–30 ნოემბერს, PSP მომხმარებლებს შავი პარასკევის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებს სთავაზობს. შოპინგის მოყვარულებისთვის ეს საუკეთესო დროა განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლონ თავის მოვლის, კოსმეტიკისა და ბავშვთა პროდუქტებზე, საკვებ დანამატებსა ჰიგიენის საშუალებების სრულ ასორტიმენტზე.
შავი პარასკევის ფარგლებში, ყოველი დღე ახალ შეთავაზებას უდრის: -40%, - 50%, 60%, 70% და 80%-იანი ფასდაკლებები, ასევე საჩუქრები და სხვა ისეთი შესაძლებლობები, რომელიც შოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.
თვალი ადევნეთ PSP-ს Black Friday შეთავაზებებს და იშოპინგეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებით.