ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის – გაიცანი დამიანე, „ევერესტის“ ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადის - “ევერესტის” გენერალური სპონსორია.
ამ ბლოგში კი ჩვენ „ევერესტის“ აღმოჩენაზე, ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონზე - 9 წლის დამიანე მამრიკიშვილზე მოგიყვებით.
ოდესმე გიფიქრია, რა არის წარმატების მთავარი საიდუმლო? ნიჭი? შრომა? ჟინი? ალბათ ყველაფერი ერთად. დამიანე მამრიკიშვილი კი სამივეს აერთიანებს.
დამიანესთვის ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში დაიწყო: „ჩემი ძმა მეცადინეობდა და მეც მომეწონა“ – ასე უბრალოდ იხსენებს დამიანე.
ამ პატარა მომენტმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ბავშვური ინტერესი დღეს უკვე შთამბეჭდავ ჩემპიონობად იქცა.
შეიძლება იფიქრო, რომ ამხელა წარმატებას მხოლოდ ბუნებრივი ნიჭით მიაღწია, მაგრამ თავად დამიანე ასე არ ფიქრობს. მართალია, ის მხოლოდ 9 წლისაა, მაგრამ უკვე კარგად ესმის, რომ წარმატება შემთხვევით არ მოდის.
“მათემატიკა კარგად გამომდის, თუმცა ამის მიუხედავად, ძალიან ბევრს ვმეცადინეობ”.
მის სიტყვებში იგრძნობა ის შრომა და თავდადება, რასაც წარმატება მოაქვს. ეს არის ნამდვილი ჟინი, რომელიც არ ასვენებს.
დამიანე თანატოლებს ძალიან უბრალო და გულწრფელ რჩევას აძლევს - “წარმატებისთვის ბევრი იმეცადინონ”.
მისი ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ აუცილებელია ჟინიან ახალგაზრდებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი განათლების გზაზე ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერია.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
19.09.2025.16:00
Green Steps • გრინ სთეფს - გარემოსდაცვითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულფასოვან მომსახურებას გარემოს დაცვის მიმართულებით. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ქრისტინა კოროშინაძე, Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს დღევანდელი ბიზნესისთვის როგორიც არის გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევები კომპანიების მხრიდან.
რამდენად ხშირია გარემოსდაცვითი დარღვევები და რომელი სექტორებია ყველაზე მეტად პრობლემური?
საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევები საკმაოდ ხშირია და პრაქტიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ეს მიუთითებს, რომ გარემოსდაცვითი შესაბამისობა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესებისთვის. მაგალითად შემიძლია მოგიყვანოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მხოლოდ 2024-25 წლებში ასობით კომპანიამ მიიღო გაფრთხილება ან ჯარიმა გარემოსდაცვითი კუთხუთ დარღვევების გამო.
ყველაზე ხშირად დარღვევები ფიქსირდება სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ სექტორში, მძიმე მრეწველობაში (ცემენტის, მეტალურგიის, ქიმიური საწარმოები), ენერგეტიკაში და ა.შ. ეს სექტორები გამოირჩევიან გარემოზე მაღალი ზემოქმედებით და შესაბამისად, ზედამხედველობის ძირითადი ფოკუსიც, როგორც ჩანს სწორედ ამ სექტორებზე მოდის.
რა ტიპის დარღვევებია ყველაზე გავრცელებული და როგორია სანქციების სიმკაცრე?
ყველაზე ხშირია ორი ტიპის დარღვევა:
1. ნებართვის გარეშე საქმიანობა - მაშინ როდესაც კომპანია იწყებს ოპერირებას ან სამშენებლო სამუშაოებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე;
2. ნებართვის პირობების შეუსრულებლობა - ასეთ შემთხვევაში, კომპანიას უკვე აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ნებართვა, თუმცა ბრძანებაში მითითებულ პირობებს, რაც მისთვის სავალდებულო შესასრულებელია, არ ან ვერ ასრულებს.
ორივე შემთხვევაში, კანონი საკმაოდ მკაცრია და ხშირად საქმე სასამართლოშიც გადადის.
რაც შეეხება სანქციების სიმკაცრეს, ბოლო 2 წლის მონაცემებს თუ გავიხსენებთ, ჯარიმები მერყეობს გაფრთხილებიდან 45 000 ლარამდე.
რა არის დარღვევების ძირითადი მიზეზები?
მიზეზები მრავალფეროვანია, თუმცა განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ:
ეს ფაქტორები მიუთითებს, რომ რეგულაციის პარალელურად საჭიროა მეტი საინფორმაციო კამპანია და კონსულტაცია. ცნობიერების ნაკლებობა განსაკუთრებით შესამჩნევია მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილში. ისინი ხშირად დარღვევას უშვებენ არა ბოროტი განზრახვით, არამედ ინფორმაციის არ არსებობის გამო.
როგორ შეიძლება კომპანიებმა თავიდან აიცილონ დარღვევები და რა სარგებელი მოაქვთ საკონსულტაციო კომპანიებთან თანამშრომლობას?
თანამშრომლობა საკონსულტაციო კომპანიებთან ბიზნესს საშუალებას აძლევს თავიდან აიცილოს ჯარიმები, უზრუნველყონ კანონთან შესაბამისობა და ერთდროულად გააუმჯობესონ გარემოსდაცვითი მენეჯმენტი. გარდა ამისა, ეს პირდაპირ აისახება მათ რეპუტაციაზე, ინვესტორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობაზე. მაგალითად, IFC ან EBRD, როგორც იცით, დაფინანსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ კომპანია იცავს გარემოსდაცვით სტანდარტებს.
რა არის Green Steps-ის როლი ამ პროცესში?
Green Steps-ს განსაკუთრებული როლი აქვს როგორც გარემოსდაცვითი კონსულტანტის, ისე ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ჩვენი გუნდი ეხმარება კომპანიებს გარემოსდაცვითი ვალდებულებების სწორად განსაზღვრასა და შესრულებაში - იქნება ეს სკრინინგის, სკოპინგის ან გზშ-ის დოკუმენტაცია, გარემოსდაცვითი კვლევების ჩატარებ, მონიტორინგი თუ ა.შ
ჩვენი მიზანია, კომპანიებმა არამხოლოდ თავიდან აიცილონ ჯარიმები, არამედ მათ დავეხმართ, სწორად გაანალიზებაში, რომ გარემოსდაცვითი მენეჯმენტი მათი ბიზნესის მდგრადობისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია.